03:07 06 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (1879)
882 0 0

კოტე მა­თი­თაშ­ვი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­და­ცე­მა „ექი­მებ­ში“ გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ გახ­და. წყვილი ორი წელია ქორწინებაშია.

თვითიზოლაციის და საგანგებო მდგომარეობის ერთ-ერთი საფრთხე წონაში მომატებაა. დიზაინერმა ეკა ბალანჩივაძემ სოციალურ ქსელში სპეციალური ჯგუფი შექმნა, სადაც გოგონები ვარჯიშის, დიეტის და სწორი კვების მოტივაციას აძლევენ ერთმანეთს. პირველი, ვინც პანდემიის დროს დიეტა დაიწყო, სწორედ ეკა ბალანჩივაძე იყო, რომელმაც ორ დღეში 2 კილოგრამი მოიკლო.


ბალანჩივაძის დიეტა ასე გამოიყურება: 10:00 საათზე – ხაჭო; 13:00 საათზე – კეფირი; 16:00 საათზე – ბოსტნეული, ან ხორცეული, 19:00 საათზე – კეფირი. დღის მანძილზე აუცილებელია ორი ლიტრი წყალი. ასევე კარგია ფიზიკური აქტივობა.

ეკა ბალანჩივაძე ცნობილი პლასტიკური ქირურგის კოტე მათითაშვილის მეუღლეა. ისინი ორი წლის წინ დაქორწინდნენ. თანაცხოვრების დაახლოებით ერთი წლის თავზე, ივნისში მათ ურთიერთობას ოფიციალური სახე მისცეს და ხელი მოაწერეს. წყვილს უამრავი საერთო ინტერესი აქვს, მათ შორის არის ხატვის სიყვარული. კოტეს ნახატები ეკამ მაისურებზე გადაიტანა, რომლებიც, დიზაინერის თქმით, საკმაოდ კარგად იყიდება.

კოტე მა­თი­თაშ­ვი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­და­ცე­მა „ექი­მებ­ში“ გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ გახ­და. ის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად იკა­ვებს ერთ-ერთი სიმ­პათი­უ­რი ექი­მი მა­მა­კა­ცის წო­დე­ბას და რე­ი­ტინ­გებ­შიც ხში­რად ხვდე­ბა. პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი­ვეს ჰყავს შვი­ლე­ბი.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (1879)

მთავარი თემები