სატვირთოების რიგი ლარსზე: თურნავა ქვეყანაში ბურღულეულის დეფიციტზე განმარტებას აკეთებს

გამოწერა
რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ ავტომაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობა ორშაბათს დილით ინტენსიური თოვის შედეგად ზვავსაშიშროების გამო აიკრძალა.

 

თბილისი, 19 მარტი - Sputnik.  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განმარტა, თუ რატომ შეიქმნა გარკვეული საკვების პროდუქტების დეფიციტი.

საქართველოში ყოველდღიურად იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა, რის გამოც ქვეყნის მოსახლეობა ისტერიულად აცარიელებს მაღაზიების დახლებს. შედეგად – წარმოიშვა შაქრის, მაკარონის, წიწიბურას და სხვა ბურღულეულის დეფიციტი.

გადაკეტილი გზა - Sputnik საქართველო
ზემო ლარსი დღეს: ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

 „დღეს არის უბრალოდ საუბარი აჟიოტაჟურ მოთხოვნაზე. ამას საფუძველი არ გააჩნია, რადგან მარაგები ადგილზე არის საკმარისი. გარკვეული  მოკლევადიანი შეფერხებები შეიძლება, შეიქმნას ბურღულეულის რამდენიმე სახეობაში,  მაგრამ არა მარაგის დეფიციტის, არამედ იმიტომ, რომ გარკვეული კლიმატური პირობების გაუარესების გამო ლარსი დროებით არის დაკეტილი და შეფერხებულია სატვირთო მანქანების გადაადგილება“, – განაცხადა მინისტრმა.

რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ ავტომაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობა ორშაბათს დილით ინტენსიური თოვის შედეგად ზვავსაშიშროების გამო აიკრძალა.

 „ლარსზე დიდი რიგია – სხვადასხვა საქონლით დატვირთული ათასზე მეტი სატვირთო დგას. ზვავსაშიშროების გამო გზის ცალკეულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები შეზღუდულია“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ პანიკის საფუძველი არ არის და ქვეყანაში პროდუქტების მარაგი საკმარისია.

ყველა ახალი ამბავი
0