02:33 29 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8708
  • 100 RUB4.2140
  • USD3.3203
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (852)
181 0 0

ახალი კორონავირუსის ტესტირება საქართველოში სწორედ ლუგარის ლაბორატორიაში ხდება. ლაბორატორიაში COVID-19-ის დიაგნოსტირება რამდენიმე საათშია შესაძლებელი.

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით შეიქმნა, პოპულარულია ისტორია, რომელიც ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომელ ეკატერინე უგრეხელიძეს გადახდა თავს.

აღმოჩნდა, რომ მას ტაქსის მძღოლმა მგზავრობის თანხა იმიტომ არ გამოართვა, რომ ის ამ ლაბორატორიის თანამშრომელი იყო.

„მე ლუგარის თანამშრომელს ფულს არ გამოვართმევო. ლუგარი დღეს ფრონტის წინა ხაზზეა და მეც ხომ რამე უნდა გავაკეთო ამ ბრძოლაშიო. შუა ხნის მამაკაცი იყო. გული ისე ამიჩუყდა. მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება და პასუხისმგებლობა. საოცარი. აი ასეთი ადამიანების წყალობით გადავიტანეთ ალბათ ამდენი გაჭირვება. ამ „ბრძოლასაც“ (როგორც მან უწოდა) გადავიტანთ“, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

ახალი კორონავირუსის დადგენა საქართველოში სწორედ ლუგარის ლაბორატორიაშია შესაძლებელი. ლაბორატორია იღებს შესაბამის ტესტებს, რომელთა საშუალებით COVID-19-ის დიაგნოსტირება რამდენიმე საათშია შესაძლებელი.

კორონავირუსის ეპიდაფეთქების პირველ დღეებში, სანამ ლუგარის ლაბორატორია COVID-19-ის დიაგნოსტირებას დაიწყებდა, პაციენტის ბიოლოგიურ მასალას ჯერ ლუგარის ლაბორატორიაში იკვლევდნენ, სადაც ხორციელდებოდა გამოკვლევა რამდენიმე ათეულ ვირუსზე, რომელთა შორის ახალ კორონავირუსზე შემოწმება არ შედიოდა, და იმ შემთხვევაში, თუ არც ერთი მათგანი არ დადასტურდებოდა, მასალა საზღვარგარეთ არსებულ ლაბორატორიებში იგზავნებოდა, რათა დადგენილიყო, შეიცავდა თუ არა ის ახალ კორონავირუსს. ეს პროცედურა რამდენიმე დღე გრძელდება. ლუგარის ლაბორატორიამ სულ რამდენიმე დღეში თავად დაიწყო ტესტირება და ახლა ის პასუხის გაცემას მხოლოდ რამდენიმე საათს ანდომებს.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 40 დადასტურებული შემთხვევაა. საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გავრცელებული ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1344, გამოჯანმრთელდა ერთი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 216 პაციენტი.

 

თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (852)

მთავარი თემები