ვითარება გზებზე: ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნა

© photo: Sputnikთოვლი გზებზე
თოვლი გზებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეტეოროლოგიური პირობების გამო საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ცალკეულ მონაკვეთებზე ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები მოქმედებს.

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარის საავტომობილო გზის მლეთა–გუდაურის მონაკვეთზე ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდვები ოთხშაბათს, საღამოს დაწესდა თოვისა და ზვავსაშიშროების გამო.

შეზღუდვები ჯერ კიდევ მოქმედებს საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის და დარიალი–ლარსის (126-137 კმ) მონაკვეთებზე, სადაც ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარდა ამისა, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

ამ დროისთვის ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზაზე.

მეტეოროლოგიური პირობების გამო ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზაზე გუშინ დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად და ახლა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0