სამღვდელოება კორონავირუსის წინააღმდეგ: სასულიერო პირები ქუჩებს აკურთხებენ

© Sputnik / STRINGERღვთისმსახურება სამების ტაძარში
ღვთისმსახურება სამების ტაძარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით ტარდება – მღვდელმსახურები ქალაქში ნაკურთხ წყალს მოაპკურებენ.

თბილისი, 17 მარტი – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის კურთხევით სასულიერო პირები დღეს თბილისის ქუჩებს აკურთხებენ – ამით ისინი საკუთარ წვლილს შეიტანენ კორონავირუსთან ბრძოლაში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა>>

სამების საკათედრო ტაძრიდან 17 მარტს სასულიერო პირები ქალაქის სხვადასხვა ნაწილში გაემართებიან და აკურთხებენ ქუჩებს. ამის შესახებ მორწმუნეებს საკვირაო ქადაგებისას არქიდიაკვანმა დემეტრე დავითაშვილმა აცნობა.

საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
საპატრიარქო მრევლს რჩევებით მიმართავს: ხშირად გამოიყენეთ ნაკურთხი წყალი, ილოცეთ

სამებიდან სამღვდელო პირები ავტომობილებით 13:00 საათზე გამოვლენ და დედაქალაქის ძირითად ქუჩებს აკურთხებენ. არქიდიაკვნის განცხადებით, კორონავირუსთან ბრძოლაში საკუთარი წვლილის შეტანა ეკლესიამაც გადაწყვიტა.

გარდა ამისა, სასულიერო პირები მორწმუნეებს ლოცვისკენ მოუწოდებენ.

ასევე გადაწყდა, რომ ყოველი წირვის შემდეგ ეკლესიის ირგვლივ და მიმდებარე ტერიტორიები აკურთხონ.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 33 ადამიანია, ერთი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 1008 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 64 პაციენტია.

კარანტინში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა>>

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა სხვადასხვა ღონისძიებას ატარებს.

ყველა ახალი ამბავი
0