Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

შემორჩენილი „ბუბლიკი“ გაინაწილეს – ასე უფრთხილდებიან ერთმანეთს თიკა ფაცაციას ვაჟები

© photo: Tika Patsatsia / FBთიკა ფაცაცია
თიკა ფაცაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოზიტიური ტელესახე სოციალურ ქსელში 2015 წელს გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. მისი უმცროსი ვაჟები ერთმანეთზე ზრუნავენ. ნახეთ ვარსკვლავის ემოციური სურათი.

ქართული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავი ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს. აქტიური ტელეწამყვანი 38 წლის ასაკში შეუდარებლად გამოიყურება. მიუხედავად იმისა, რომ მუდმივი გადაღებები და დატვირთული ცხოვრება აქვს, საკუთარი ფორმების შენარჩუნებაზე ზრუნავს. წლებია ვარჯიშითა და იოგით არის დაკავებული. თიკა ფაცაცია თანატოლ ქალბატონებს შორის დიდ ინტერესს არა მხოლოდ გარეგნობით, არამედ დახვეწილი საუბრითა და მანერებით იქცევს. მის მიერ გამოქვეყნებული სურათები სოციალურ ქსელში თაყვანისმცემლების აღფრთოვანებას იწვევს.

ტელესახეს სამი ვაჟი ჰყავს. თიკა ფაცაცია ადრეულ ასაკში დაოჯახდა და ვარსკვლავებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მყარი ოჯახი შექმნა. მისი მეუღლე მასზე წლებით დიდია და ტელეეკრანებზე გამოჩენა არ უყვარს. ცნობილი სელებრითი აღნიშნავს, რომ მისი მოტივატორი ბიზნესმენი მეუღლე დავით ანთელიძეა. უმცროსი ვაჟების ძველი ფოტო თიკამ საკუთარ Instagram-ზე გამოაქვეყნა.

A post shared by tika (@tikapatsatsia) on

2015 წელს გადაღებულ სურათი აქტუალობას არ კარგავს. ძმები ერთმანეთს ერთ „ბუბლიკს“ უნაწილებენ. 2015 წლის მერეც იგივე სიტუაცია გამეორდა. თიკა ფაცაციას წარწერა სურათზე – „დღეს დილასაც იგივე განმეორდა. ნახევარი შემორჩენილი „ბუბლიკი“ თანაბრად გაინაწილეს“.

ყველა ახალი ამბავი
0