საგარეო უწყება უცხოეთში მყოფი თანამემამულეებისთვის საჭირო ინფორმაციას ავრცელებს

© REUTERS / Flavio Lo Scalzoიტალია
იტალია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვებ-გვერდების სია, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, ქვეყნის მოქალაქეებს საჭირო ინფორმაციის მოძიებას გაუადვილებს.

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოები უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი მოქალაქეებისთვის კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებენ, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს Facebook–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მსოფლიოში ბევრმა ქვეყანამ, ვირუსის გავრცელების დინამიკის გათვალისწინებით, საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, რაც რიგ შეზღუდვებს ითვალისწინებს. 

თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
რომელი ქვეყნებიდან განხორციელდება ხვალ ავიარეისები საქართველოში – განრიგი

საქართველოს საელჩოები ყველა იმ ქვეყანაში, სადაც დაწესებულია საგანგებო რეჟიმი და შეზღუდვები, საქართველოს მოქალაქეებისთვის აქვეყნებენ შესაბამის გაფრთხილებებს.

უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აუცილებელი ინფორმაციის მოძიება შეუძლიათ შემდეგ ვებ-გვერდებზე:
საქართველოს საელჩო ავსტრალიაში: http://e.gov.ge/ijQcO
საქართველოს საელჩო ავსტრიაში: http://e.gov.ge/tRKqg
საქართველოს საელჩო ბელგიაში: http://e.gov.ge/UHrwF
საქართველოს საელჩო აშშ–ში: http://e.gov.ge/wOjBi

ნიუ-იორკში გენერალური საკონსულო
კორონავირუსი ამერიკაში: http://e.gov.ge/jvILB
საკონსულო სამსახურის განცხადება: http://e.gov.ge/XlFqs
შენგენის ზონიდან ფრენების შეზღუდვა: http://e.gov.ge/zyKqC
ნიუ-იორკის საგანგებო მდგომარეობა: http://e.gov.ge/WRtSx
კიევი–ბაქო სატრანზიტო ფრენები: http://e.gov.ge/DWbhd
საქართველოს საელჩო ესპანეთში: http://e.gov.ge/FNaaz
საქართველოს საელჩო ესტონეთში: http://e.gov.ge/wbxrf
საქართველოს საელჩო იტალიაში: http://e.gov.ge/MWZow
საქართველოს საელჩო ისრაელში: http://e.gov.ge/zYxqw
საქართველოს საელჩო ნორვეგიაში: http://e.gov.ge/OPGqM
საქართველოს საელჩო პოლონეთში: • http://e.gov.ge/oBpve • http://e.gov.ge/zrhSk
საქართველოს საელჩო საფრანგეთში: • http://e.gov.ge/DKaHx • http://e.gov.ge/dUhLT
საქართველოს საელჩო სლოვაკეთში: http://e.gov.ge/Uliae
საქართველოს საელჩო უკრაინაშიе: http://e.gov.ge/yTbcM
საქართველოს საელჩო ხორვატიაში: http://e.gov.ge/UfKiK
საქართველოს საელჩო გერმანიაში: http://e.gov.ge/xdMyX • http://e.gov.ge/JYibt
საქართველოს საელჩო იორდანიაში : http://e.gov.ge/qELFC
საქართველოს საელჩო ირლანდიაში: http://e.gov.ge/NbeXi
საქართველოს საელჩო ყატარში: http://e.gov.ge/PTwOb
საქართველოს საელჩო ლიეტუვაში: http://e.gov.ge/eyYsJ
საქარტველოს აელჩო ჩეხეთში: http://e.gov.ge/jhjtR

16 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევაა დაფიქსირებული, ერთი პაციენტი გამოჯანმრთელების გზაზეა.

რეგიონში ვირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით საქართველომ, რომელიც ამიერკავკასიის ცენტრს წარმოადგენს, საზღვრები დაკეტა სომხეთთან და აზერბაიჯანთან. რუსეთთან დაიკეტა სახმელეთო საზღვარი, რაც შეეხება თურქეთს, დაიკეტა მხოლოდ ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტი.

გარდა ამისა, საქართველოში ჩინეთიდან, ირანიდან, სამხრეთ კორეიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან, შვეიცარიიდან, ნორვეგიიდან და დანიიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვის აუცილებელი კარანტინი შემოიღეს.

თავად ქვეყანაში დაკეტილია ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა ყველა საჯარო უწყება და კერძო ორგანიზაციების ნაწილი. ეკლესიებში ტარდება დეზინფექცია, ხოლო სხვადასხვა კონფესიების ტაძრებში რიგი მსახურება შეწყვეტილია. საქართველოს მთავრობამ სილამაზის სალონების, კაფე-ბარების, გასართობი ცენტრებისა და ტოტალიზატორების დახურვის რეკომენდაცია გასცა.

ყველა ახალი ამბავი
0