07:12 30 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8415
  • 100 RUB4.1711
  • USD3.2878
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1158)
221 0 0

პროექტი, რომელსაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი იწყებს, გათვლილია მოსწავლეებზე, რომლებსაც „COVID-19“-ისგან თავდასაცავად პირველ აპრილამდე არდადეგები აქვთ.

თბილისი, 15 მარტი - Sputnik. საქართველოს პირველი არხი სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ ტელე-ონლაინ საგანმანათლებლო პროექტს იწყებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის საქართველოში გავრცელების მიზნით, როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში გაკვეთილები და ლექციები 1 აპრილამდე გადაიდო.

მაუწყებლის ცნობით, განათლების სამინისტროსთან ერთად მომზადებული პროექტი წარმოებაში დღეიდან ჩაეშვა.

„მეორე არხი, ვებ-პორტალი 1tv.ge, საქართველოს პირველი არხის იუთუბ და ფეისბუქ-გვერდები ის მედია-პლატფორმებია, რომლითაც სასწავლო პროგრამები მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება“, - ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში.

 პროექტში ჩართულები არიან მასწავლებლები, სასწავლო პროგრამებთან ერთად მომზადებულია საგნობრივი რეკომენდაციები და ინსტრუქციები. პირველი არხი გეგმავს, რომ მსოფლიოს ცნობილი ტელევიზიების და სტუდიების მიერ მომზადებული სასწავლო-დოკუმენტური ფილმებიც თარგმნოს და ახალი პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს აჩვენოს.

მაუწყებლის განცხადებით, ტელე-ონლაინ პროექტი კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1158)

მთავარი თემები