Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მართლაც სასწაული მოძრაობებია“ – მამულიჩა ცოლის პლასტიკით აღფრთოვანდა – ვიდეო

© Photo: Lela Tsurtsumia / FBლელა წურწუმია
ლელა წურწუმია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლელა წურწუმიას პროდიუსერი და მეუღლე სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე პოპ-დივას კონცერტის მონაკვეთის ვიდეოს აქვეყნებს. მსმენელის მიერ წარმოთქმული ფრაზა "რა მოძრაობებია, ლელა!" დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ ტრენდს მამულიჩაც აჰყვა. რამ აღაფრთოვანა კახა მამულაშვილი?

„მამულიჩამ“ ლელა წურწუმიას უახლესი ვიდეო ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. მომღერალი სცენაზე სიმღერას ასრულებს და, მიუხედავად იმისა, რომ სპეციალურად დადგმულ ქორეოგრაფიულ ილეთებს არ ასრულებს, მამულიჩა ემოციებს ვერ მალავს. ამის შესახებ პროდიუსერმა Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა და ცოლს "პოსტი" მიუძღვნა. „მართლაც რა სასწაული მოძრაობებია, ლელა“ – დაწერა მამულიჩამ. კონცერტის მავლელობისას ერთ-ერთი თაყვანისმცემლის ვირუსულად გავრცელებული ფრაზა სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის. ეს სიტყვები ყველა თაობის ადამიანმა ზეპირად იცის. ამ წინადადების წარმოთქმისას ლელა წურწუმია ახსენდებათ.

View this post on Instagram

A post shared by Lela Tsurtsumia (@lelatsurtsumia_official_page) on

ელეგანტური, ეშხიანი, განსაკუთრებული ტემბრისა და ხმის მქონე მომღერალი წლებია აქტუალობას არ კარგავს. უშუქობაში დაწერილი სიმღერები დღემდე ჰიტია. მისი შემოქმედება ლელა წურწუმიას ქალიშვილის თანატოლებმაც კი ზეპირად იციან და ყოველ სოლო კონცერტს დიდი ინტერესით ელოდებიან. წარმოუდგენელია – ლელა წურწუმია 50 წლისაა. საქართველოში ერთადერთი ქალი შემსრულებელია, რომელმაც სოლო-კარიერის მანძილზე 12 ალბომი გამოუშვა. ბნელი 90-იანების დასაწყისში დაწყებული ბრწყინვალე კარიერა დღემდე წარმატებით მიმდინარეობს.

View this post on Instagram

მართლაც სასწაული მოძრაობები ლელა❤️❤️❤️

A post shared by Mamulicha (@mamulicha888) on

ქართველი მოკაშკაშე ვარსკვლავი და ყველასათვის საყვარელი პოპ-დივა წლიდან წლამდე არ იცვლება. ლელა წურწუმიამ კარიერა 90-იანებში დაიწყო. მომღერლის სიმღერები ახლაც გაჰიტებულია. მამულიჩას და ლელას ყველაზე მეტად ის ახარებთ, რომ მათსა და კომპოზიტორების მიერ შექმნილ სიმღერებს ახალგაზრდები და მათი თაობის ადამიანები ერთნაირად დიდი სიამოვნებით უსმენენ. ლელას სოლო-კონცერტების ბილეთებს სალაროებიდან იტაცებენ, პოპ-დივა აქტუალობას არ კარგავს. მამულიჩას პირველი უიღბლო და ხანმოკლე ქორწინებიდან ერთი ვაჟი – ნიკოლოზი ჰყავს. სულ ცოტა ხნის წინ პროდიუსერი ბაბუა გახდა. ლელას და მის გერს – მამულიჩას სიმპათიურ ვაჟიშვილს ძალიან მეგობრული ურთიერთობა აქვთ, რაც საზოგადოების გაკვირვებას იწვევს. როგორც ჩანს, ლელა ოჯახის ახალ წევრებთან – რძალთან და შვილიშვილთანაც კარგ დროს ატარებს და ამას სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს. კახას და ლელას საერთო ქალიშვილს კი სულ ცოტა ხნის წინ 18 წელი შეუსრულდა. გოგონა სტუდენტობისთვის ემზადება.

ყველა ახალი ამბავი
0