05:29 28 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9982
  • 100 RUB4.3752
  • USD3.2969
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (852)
358 0 0

ბანკის მომხმარებლებს, რომელთაც აქამდე სესხის მომსახურების ყოველთვიური გადახდა უწევდათ, შესაძლებლობა ეძლევათ, გადახდა მაისის ჩათვლით გადაავადონ.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი კომერციული ბანკი – „საქართველოს ბანკი“ ქვეყანაში კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მომხმარებლებს სასესხო ვალდებულებებზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს. 

„საქართველოს ბანკი“, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბანკი, ახალი ინიციატივით გამოდის. კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის თავშეყრის ადგილებში ხალხის ნაკადის შემცირების მიზნით „საქართველოს ბანკის“ მომხმარებელ ფიზიკურ პირებს სასესხო ვალდებულებებზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს. დღეიდან, სამი თვის განმავლობაში ის მომხმარებლები, რომლებსაც სესხის მომსახურების გადახდა უწევდათ, შეძლებენ მაისის ჩათვლით გადაავადონ ყოველთვიური გადასახადი“, – ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ მომავალი კვირიდან ბანკი დაიწყებს შესაბამისი პროცედურების გატარებას და ეტაპობრივად მოხდება მომხმარებლის ინფორმირება, რისთვისაც არ არის საჭირო ბანკში ვიზიტი.

„საქართველოს ბანკმა“ აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღო, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკურ გუნდთან და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან გამართა და რომელზეც განიხილეს კორონავისურის გავრცელების პირობებში ეკონომიკის სტიმულირებისთვის საჭირო ზომები.

13 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებულთა შორის ერთი 12 წლის მოზარდია. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ეპიდაფეთქება პანდემიად გამოაცხადა, რამდენადაც ინფექცია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გავრცელდა.

თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (852)

მთავარი თემები