Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ზაზა ფაჩულია მშვენიერ მეუღლესთან ერთად სან-ფრანცისკოს ქუჩებში სეირნობს – ფოტოები

© Photo: Tika Alavidze-pachulia / FBზაზა ფაჩულია თიკა ალავიძე
ზაზა ფაჩულია თიკა ალავიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზაზა ფაჩულია და თიკა ალავიძე კალიფორნიის მზიან ქუჩებში ერთად სეირნობენ. წყვილის უახლესი რომანტიკური ფოტოები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

35 წლის კალათბურთელი ზაზა ფაჩულია ოჯახთან ერთად რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს. ცნობილია მისი კარიერული წინსვლა – ის NBA-ს პირველი ქართველი ჩემპიონი გახდა, თანაც ორგზის. ზაზა დიდი ავტორიტეტით სარგებლობს როგორც შტატებში, ისე, რა თქმა უნდა, სამშობლოში. მის თითოეულ ნაბიჯს ქართველი ქომაგები განსაკუთრებით გულშემატკივრობენ. თბილისში მისი სახელობის საკალათბურთო სკოლაც დაარსდა, რომელზეც თავად ზრუნავს.

View this post on Instagram

Ice cream Monday ✌🏼

A post shared by Zaza Pachulia (@zazapachulia) on

ერთნაირი სტილით გამოწყობილი წყვილი დიდ ყურადღებას იქცევს. თიკა ალავიძისა და ზაზა ფაჩულიას დუეტი უამრავ ადამიანს მოსწონს. ოთხი შვილის მშობლები მეგობრულ გარემოში ზრდიან ბავშვებს. დათა, საბა, მარიამი და ნუცა სიმაღლითა და სპორტული აღნაგობით მამას ჰგვანან. ბიჭებთან მამას განსაკუთრებული მიდგომა აქვს, როგორც ირკვევა, ისინი ერთად ვარჯიშობენ. მარიამი და ნუცა კი ნამდვილი პრინცესები არიან. აღსანიშნავია, რომ ყველაზე პატარა, ზაზა ფაჩულიას უმცროსი ქალიშვილი ნუცა ამერიკაში დაიბადა. გოგონას გაჩენას მამა არ ესწრებოდა და მას სახელი უფროსმა დამ შეურჩია.

View this post on Instagram

Thank you all for birthday wishes and Happy new year🎊🎆

A post shared by Tika Alavidze Pachulia (@tikaalavidzepachulia) on

ყველაზე წარმატებული ქართველი კალათბურთელი თაყვანისმცემლებისა და გულშემატკივრების გაოცებას არა მხოლოდ კარიერული მიღწევებით, არამედ დიდი ოჯახითაც ახერხებს. გადატვირთული დღეების მიუხედავად მან შვილებისთვის ახალი ტექნიკა შეიმუშავა და ახლა ამერიკის სპორტულ დარბაზებში ვაჟებთან ერთად ინტენსიურად ვარჯიშობს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ზაზა ან მისი მეუღლე თიკა ავალიძე-ფაჩულია ინტერნეტ-სივრცეში აქვეყნებენ.

ყველა ახალი ამბავი
0