04:55 13 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (850)
107 0 0

ეზუგბაიას განმარტებით, ყველა სხვა დანარჩენი პაციენტის შემთხვევაში, კორონავირუსის ინფექცია მსუბუქი მიმდინარეობით ვლინდება

თბილისი, 8 მარტი - Sputnik. საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იტალიიდან დაბრუნდა და კორონავირუსი დაუდასტურდა, ორმხრივი პნევმონია აქვს, თუმცა მდგომარეობა მართვას ექვემდებარება, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა  მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას განცხადებით,  კორონავირუსით ინფიცირებული მეოთხე პაციენტის, 44 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

„მისი მდგომარეობა ახლაც მძიმეა, თუმცა სტაბილურად. რენტგენოლოგიურად მასთან პნევმონიის ნიშნები არ შეინიშნებოდა, მაგრამ პირველივე დღიდან მისი სიმძიმე შეფასებულ იქნა, როგორც ფილტვების ანთება და დაწყებული იქნა შესაბამისი მკურნალობა. დინამიკაში ცხელების გახანგრძლივების გამო კი ჩატარდა კომპიუტერული კვლევა, რომელმაც დაადასტურა, რომ არის ორმხრივი პნევმონია. მდგომარეობა ჯერჯერობით მართვას ექვემდებარება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას განმარტებით, ყველა სხვა დანარჩენი პაციენტის შემთხვევაში, კორონავირუსის ინფექცია მსუბუქი მიმდინარეობით ვლინდება.

„დანარჩენი ყველა პაციენტის მდგომარეობა ვლინდება მსუბუქი მიმდინარეობით, ზოგთან ცხელება გვაქვს დაბალი, ზოგთან იშვიათი ხველა, ზოგთან სხვა ნიშანი. ყველასთან რაღაც ერთი ორი ნიშანი შეინიშნება, რომელიც არ ღრმავდება და არ უარესდება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

კორონავირუსის ინფექციაზე ტესტი დღეს კიდევ ცხრა პაციენტს ჩაუტარდება>>

8 მარტის მდგომარეობით, საქართველოში ახალი კორონავირუსი 13 ადამიანს დაუფიქსირდა, კარანტინის რეჟიმში 128 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 59 ადამიანი გადის.

თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (850)

მთავარი თემები