ქუთაისის კლინიკაში დედამ ჩვილი სცემა - დაწყებულია გამოძიება

CC BY-SA 2.0 / Jeremy Engleman / Baby's first rim lightახალდაბადებული ჩვილი საავადმყოფოში
ახალდაბადებული ჩვილი საავადმყოფოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში გადაღებულ ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა. კადრებში ჩანს, როგორ უსწორდება ჩვილს დედა ფიზიკურად

 

თბილისი, 8 მარტი - Sputnik. ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში გადაღებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, სადაც ნაჩვენებია, როგორ სცემს დედა სამი  თვის ბავშვს,  გამოძიება დაიწყო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში გადაღებულ ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა. კადრებში ჩანს, როგორ უსწორდება ჩვილს დედა ფიზიკურად  და ურტყამს თავსა და  სახეში.

ციხის დერეფანი - Sputnik საქართველო
სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას მამინაცვალი დააკავეს

იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია წივწივაძის განცხადებით, ისინი მდგომარეობის გასაცნობად ოჯახში იმყოფებოდნენ. ოჯახი სოციალურად დაუცველია და მათ ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებათ. მისი თქმით, ამ ეტაპზე ბავშვის უსაფრთხოება დაცულია და დედისგან განრიდების აუცილებლობა არ არსებობს.

გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც დედამ შეიტყო, რომ კლინიკა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის მიმართვას აპირებდა, საავადმყოფო ხელწერილის საფუძველზე ბავშვთან ერთად დატოვა.

დედა-შვილი იმერეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტში ცხოვრობს.

ყველა ახალი ამბავი
0