კახა კალაძე: არ შეშინდეთ, არ გაჩუმდეთ, ისაუბრეთ პრობლემაზე, იბრძოლეთ თქვენი უფლებებისთვის

© Photo: Kakha Kaladze / FBკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედაქალაქის მერმა თბილისელებს ქალთა საერთაშორიოს დღე სოციალური ქსელის საშუალებით მიულოცა და ძალადობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ მოუწოდა.

თბილისი, 8 მარტი - Sputnik. დედაქალაქის მერი კახა კალაძე ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მილოცვას ავრცელებს.

„ქალთა საერთაშორისო დღეს ვულოცავ ჩვენს ულამაზეს ქალბატონებს, რომელთა შრომა, მიზანდასახულობა, გონიერება, გულისხმიერება, ზრუნვა და, რასაკვირველია, სიყვარული აქცევს თითოეულ ჩვენგანს პიროვნებად.

მივმართავ საქართველოში მცხოვრებ იმ ქალებს, რომლებიც, სამწუხაროდ, აღმოჩდნენ ძალადობის მსხვერპლნი ან ახლაც განიცდიან სხვადასხვა სახის ზეწოლას – არ შეშინდეთ, არ გაჩუმდეთ, ისაუბრეთ პრობლემაზე, იბრძოლეთ თქვენი უფლებებისთვის; თქვენ არ ხართ მარტო, თქვენ გვერდით არის სახელმწიფო და თქვენ გვერდით ვართ ჩვენ, საზოგადოება, რომლისთვისაც სრულიად მიუღებელია ჩაგვრა და ძალადობა.

ყველა ქალს ვუსურვებ ბედნიერებას, წინსვლას და წარმატებებს! გილოცავთ!“, – წერს კახა კალაძე „ფეისბუქში“.

ყველა ახალი ამბავი
0