Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ერთი დუეტი ვლეწოთო“ - 15 წლის შემდეგ, ლექს-სენი და თიკო ახალი დუეტით ბრუნდებიან

© Photo: Tiko Sadunishvili / FBთიკო სადუნიშვილი
თიკო სადუნიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
15 წლის წინ ლექს-სენისა და თიკო სადუნიშვილის დუეტმა „გესმოდეს“ თინეიჯერებისა და არა მხოლოდ თინეიჯერების გულები დაიპყრო. მაშინ ყველა თიკო სადუნიშვილის მოკლე შარვალსა და მის ელასტიურობაზე საუბრობდა

როგორც ცნობილია, რეპერი ლექსსენი 2 მაისს კონცერტისთვის ემზადება, სადაც ის თავის მეგობრებთან BIG TIKO, MINDOZA, TINASADARI და PEPE-სთან ერთად შეასრულებს დუეტებს. აღმოჩნდა, რომ მათ რიცხვში, სავარაუდოდ ეკრანებიდან გამქრალი ტელეწამყვანი თიკო სადუნიშვილიც იქნება, რომელმაც „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რეპერთან დუეტს წერს.

15 წლის წინ ლექს-სენისა და თიკო სადუნიშვილის დუეტმა „გესმოდეს“ თინეიჯერებისა და არა მხოლოდ თინეიჯერების გულები დაიპყრო. მაშინ ყველა თიკო სადუნიშვილის მოკლე შარვალსა და მის ელასტიურობაზე საუბრობდა. სიმღერა გაჰიტდა, ყველა კლუბსა, თუ კაფეში ამ სიმღერაზე ცეკვავდნენ. მისი ტექსტიც კი ზეპირად იცოდა ყველა თინეიჯერმა.

View this post on Instagram

A post shared by Tinatin Sadunishvili (@tinasadari) on

ყოფილი ტელწამყვანი თიკო სადუნიშვილი „მარაოზე“ მისი გადაცემის დახურვის შემდეგ საჯაროდ აღარ ჩნდება, ის ამჯერად არც ერთ ტელეკომპანიაში აღარ მუშაობს და არც ინტერვიუებს აძლევს ჟურნალისტებს. ამის მიუხედავად, ინტერესი მის მიმართ საზოგადოებაში არ იკარგება. თიკო წლებია, მშვიდი ცხოვრებით, სკანდალების გარეშე ცხოვრობს და ბევრს მოგზაურობს. როგორც თიკო სადუნიშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ირკვევა, ყოფილი ტელეწამყვანი ცოტა ხნის წინ შრი-ლანკაზე ისვენებდა. დასვენების ამსახველ ფოტოებს და სთორებს კი „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე აქტიურად აქვეყნებდა.

ეკრანიდან გაუჩინარების შემდეგ სადუნიშვილი ყოფილ შეყვარებულსაც დაშორდა. არქიტექტორმა რატი რატიანმა თამთა შედანიაზე იქორწინა, რომლებიც, სავარაუდოდ, დაშორდნენ. შემდეგ იყო გაურკვეველი რომანი მუსიკოს ერეკლე დეისაძესთან. წყვილი სავარაუდოდ ხუმრობდა თავის ურთიერთობაზე. ერთი პერიოდი თიკო დეისაძეც კი გახდა და ამბობდნენ, რომ იქორწინეს, თუმცა სიმართლე არ აღმოჩნდა.

View this post on Instagram

#midigama #ahangama #srilanka

A post shared by Tinatin Sadunishvili (@tinasadari) on

თიკო კი, როგორც ფოტოებიდან ირკვევა, მარტო არ არის. ტელეწამყვანმა „ინსტაგრამზე“ „სთორი“ გამოაქვეყნა, სადაც უცნობ მამაკაცთან ერთადაა გადაღებული. ყოფილი ტელეწამყვანი შრი-ლანკაზე, სავარაუდოდ, ახალ რჩეულთან ერთად ისვენებდა და თავის სიყვარულის ამბავს საიდუმლოდ ტოვებს. თუმცა, წარსულში ის პირად ურთიერთობებს არ მალავდა და ხმამაღლაც საუბრობდა ამის შესახებ.

ყველა ახალი ამბავი
0