Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ანუკი არეშიძე ვიდეოებს აქვეყნებს - თანამედროვედ მოწყობილი ბინა გულგრილს არავის დატოვებს

© Facebook / Kakha Kaladzeანუკი არეშიძე
ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიზაინერმა სახლიდან რამდენიმე მხიარული ვიდეო გამოაქვეყნა. ვაჟებს თამაშის დროს შეუსწრო და კადრში მისი სახლის ინტერიერიც მოხვდა. კახას და ანუკის კეტილმოწყობილი სახლი წყნეთში  აქვთ. ნახეთ გემოვნებით მოწყობილი საცხოვრებელი ფართის ვიდეო

ანუკი არეშიძის ერთი ჩველებრივი დღე ნიკოლა კალაძესთან და ბიჭებთან ერთად დასრულდა. პატარა ბიჭუნა უზარმაზარ სახლში დამოუკიდებლად დადის და ძმებს ელოდება. დედა კი, შორიდან ვიდეოს უღებს და აღნიშნული მოქმედებით ტკბება. იმის გათვალისწინებით, რომ მრავალშვილიანი ოჯახის უფროსი წევრები ძალიან დაკავებულები არიან, ისინი ერთმანეთს უცხოეთში ხვდებიან და შეუდარებელ დროს ატარებენ. პირველი სამი ვაჟი ანუკი არეშიძემ იტალიაში, მილანში გააჩინა. უფროსი შვილი ლევან კალაძეა, მეორე შვილი კახაბერ კალაძე 2012 წელს შეეძინათ, მესამე ვაჩე კალაძეა. ძმების მეგობრობა და თბილი დამოკიდებულება მშობლების დამსახურებაა, რადგან ანუკის მიერ გაზიარებულ ვიდეოებზე დაყრდნობით, დაღლილ დედას უფროსი ვაჟები ეხმარებიან. დიზაინერი იხსენებს, რომ კახა კალაძე თავისუფალ 1 საათსაც კი, ვაჟებს უთმობს.

ანუკი არეშიძე უსიმპათიურესი ვაჟების სურათების გაზიარებას არ წყვეტს. საზოგადოებას ბავშვების გართობა-მოგზაურობის ფოტო-ვიდეოებს აქტიურად უზიარებს. მის ობიექტივში ვაჟები ყველაზე საყვარელ ვითარებაში ხვდებიან. დიზაინერი ნიკოლა კალაძეს სიტყვების წარმოთქმაში ავარჯიშებს. პატარა ბიჭუნამ პირველი სიტყვები დედის დახმარებით თქვა. ნიკოლა კალაძე საფრანგეთში დაიბადა. ანუკი არეშიძემ ვაჟი 2018 წლის სექტემბერში გააჩინა. წყვილი შვილის სახეს დიდი ხნის მანძილზე მალავდა. გაქრისტიანების შემდეგ, საზოგადოებას ნიკოლა კალაძე  მშობლებმა ანახეს. ანუკი და კახა კალაძეების უმცროსმა ვაჟმა ლაპარაკი დაიწყო.

პატარა ბიჭუნა სიტყვების წარმოთქმას ცდილობს. ანუკი არეშიძე საყვარელ შვილს ალაპარაკებს და ვიდეოს აქვეყნებს, რომელზეც ნიკოლა ძმას ვაჩეს ეთამაშება და ოთახის კართან ელოდება. ყოფილი ფეხბურთელი და ამაჟამად თბილისის მერი კახა კალაძე და ანუკი არეშიძე 12 წელია ერთად არიან. წყვილმა ერთმანეთი მილანში 2008 წელს გაიცნო და მათ 2013 წელს იქორწინეს. 2019 წლის ზაფხულში წყვილმა ჯვარიც დაიწერა და ყველაზე უმცროსი ვაჟი – პატარა ნიკოლა მონათლა.

ყველა ახალი ამბავი
0