Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„არ დაგაბრუნებინებ თანხებს, მაინტერესებს, რატომ მოიქეცი ასე“ – რა შეემთხვა განო მელითაურს

© photo: Nini Dedalamazishvili / FBგანო მელითაური
განო მელითაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
განო მელითაური სოციალურ ქსელში თავს გადამხდარ მძიმე ისტორიას აღწერს. მისი თქმით, ამ შემთხვევამ მისი შვილები ძალიან დააზარალა.

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. პროფესიით რეჟისორი განო მელითაური სოციალურ ქსელში ინციდენტზე წერს, რომელიც დღეს შეემთხვა. მისი თქმით, გოგებაშვილის ქუჩაზე, სახლთან მანქანიდან საფულე მოპარეს, სადაც პირადობის მოწმობა და საბანკო ბარათები ედო, რომელიც ქურდმა გამოიყენა.

„ჩემო გაუზრდელო ქურდო! ვწუხვარ, რომ არავინ გასწავლა, რა ცუდად მოიქეცი! ან იმდენად გაგიჭირდა, ამ საშინელ საქციელს სჩადიხარ! დარწმუნებული ვარ ამ პოსტს კითხულობ, ცხრა კლასის განათლებაც არ სჭირდება იმას, რომ გატარებებით კამერებიდან ამოგაგდებ! შეგნებულად არ დავბლოკავ არც ერთ ბარათს! რადგან უტიფარი თავხედი ხარ, პირადობა მანქანაში დამიტოვე („ბარდაჩოკში“ შეაგდო), სანამ გვიან არ არის გამომეხმაურე, არ მინდა აქ განცხადების დაწერა, არ დაგაბრუნებინებ თანხებს, უბრალოდ მაინტერესებს, რატომ მოიქეცი ასე – თუ პურის ფული გიჭირს, ვეცდები დაგარწმუნო, რომ ქურდობა გამოსავალი არ არის! გპირდები, დაგეხმარები გამოსავლის პოვნაში, 4 შვილი მყავს და იქნებ რის თანხებს ხარჯავდი? მე დღეს რენეს გეგმიური სამედიცინო ვიზიტის გაუქმება, ტასოს მათემატიკის მასწავლებლის ხელფასი და კიდევ რამდენიმე უმნიშვნელოვანესი თემა დამეკიდა ჰაერში! მოკლედ, შუადღის თორმეტ საათამდე ველი გამოხმაურებას, მერე პასუხის გაცემა სამრთალდამცავებისთვის მოგიწევს“, – წერს განო მელითაური.

განო მელითაური ზაფხულში მეოთხე შვილის დედა გახდა. მისი მეუღლე კახაბერ გაგნიძეა, რომელთან ერთადაც განომ საერთო ბიზნესი წამოიწყო. პატარას მშობლებმა რენე დაარქვეს. განო მელითაური მედიასთან პირად ცხოვრებაზე არ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ გვერდით ღირსეული ადამიანი ჰყავს.

განო მელითაურს სამი შვილი დარჩა პირველი მეუღლისგან, მსახიობ კოტე თოლორდავასგან, რომელიც 2015 წლის 11 აპრილს, აღდგომის წინა დღეს მოსკოვში გარდაიცვალა. მსახიობი იქ ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა. მოგვიანებით ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა გაასაჯაროეს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ თოლორდავა ინფარქტით გარდაიცვალა და გარდაცვლილის სისხლში ნარკოტიკული ნივთიერებები არ აღმოჩნდა. კოტეს გარდაცვალებისას განო ორსულად იყო და წყვილის მესამე შვილი ლოლიტა მამის გარდაცვალების შემდეგ მოევლინა ქვეყანას.

ყველა ახალი ამბავი
0