Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მაგარი ბანძი ტიპი იყო“– რომელი ტელევიზიის ხელმძღვანელისგან ჰქონდა უხამსი შეთავაზება ნუკის

© Photo: Nuki Koshkelishvili / FBნუკი კოშკელიშვილი
ნუკი კოშკელიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი მსახიობი ნუკი კოშკელიშვილი ცხოვრების გამაოგნებელ დეტალებს ასაჯაროებს. ნახეთ, რომელი ტელევიზიის ხელმძღვანელი სთავაზობდა მას სქესობრივი კონტაქტის სანაცვლოდ გადაცემის წამყვანობას.

სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიური მსახიობი ვრცელ პოსტებს აქვეყნებს. ფეხმძიმობა, მშობიარობა და ფეხმძიმობის შემდეგ განვითარებულ ყველა დეტალზე ხმამაღლა საუბრობს და საკუთარ გვერდზე საჯაროდ წერს. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი და ერთი პატარა ვაჟი ჰყავს, საკუთარი მიმდევრებისთვის ყოველთვის იცლის და პირდაპირ ეთერსაც სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ ნუკიმ უამრავი ქალბატონი, რომლებსაც გარკვეული პრობლემები ჰქონდათ, ოფიციალურ გვერდზე გააერთიანა. ახლა ქალბატონები ერთმანეთს გამოცდილებას ნუკის პოსტის კომენტარების საშუალებით უზიარებენ.

View this post on Instagram

მოკლედ მეგობრებო, ასეთი ამბავია.. შევწყვიტე ჭმევა ჯერ კიდევ ბათუმში რომ ვიყავი, ოღონდ ეს გავაკეთე ძალიან უცბათ და უეცრად, რაც იყო შეცდომა!!!!! ეგრევე გამიმაგრეა, ამტკივდა და მივხვდი რომ უნდა მიმეცა ისევ... შემდეგ დღეს არ ვაჭამე მთელი დღე და ვაჭამე მხოლოდ ღამე.. ამით წოტა ვიმცირებდი რძეს. ასე 3-4 დღე. მერე თბილისში ჩამოვედით და კიდევ ერთხელ ვცადე, ამჯერად გადავიკარი და არც ღამით მივეცი. პირველი ღამე წიოდა და კიოდა, გულმა არ გამიძლო და იოგურტი მივეცი( დიდი შეცდომა). მომდევნო დღეებში გავიაზრე, რომ უბრალოდ ვუნაცვლებდი ძუძუს იოგურტით.. თქვენი კომენტარებიც რომ წავიკითხე, იოგურტიც წავართვი. ზუსტად 3 დღეე!!! მოითმინეთ წკმუტუნი და ბავშვი დაიძინებს თან როგორ!!! აქამდე თუ ეღვიძებოდა ღამე და ჭამდა, ახლა მთელი ღამე სძინავს. ერთადერთი ეცადეთ რამე ნოყიერი მისცეთ ძილის წინ. მე ვაძლევ ფაფას. იმედი მაქვს გამოგადგებათ ჩემი გამოცდილება თუ თქვენც ახლა აპირებთ დანებებას.. უი და სხვათაშორის იმაზე ვდარდობდი აწი ვეღარ ჩავეხუტები ისე თქო და თურმე პირიქით. სულ მკოცნის და მეხვევა ღამე. ფოტო @nini_ninuca_photography

A post shared by Nuki Koshkelishvili (@nuki.koshkelishvili_official) on

მშობიარობის შემდეგ ნუკიმ სპეციალური დიეტები დაიწყო. ცოტა ხნის წინ მოდელმა და ტელეწამყვანმა ფოტო გამოაქვეყნა და წერდა, რომ 59 კილოგრამი იყო და 4 კილოგრამი ისევ დასაკლები ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ნუკი კოშკელიშვილი ამერიკაში გათხოვდა, მისი და ბენ ჩეიმის ცხოვრების დეტალები საქართველოში ყველა დაინტერესებულმა ადამიანმა იცის, რადგან ნუკი ფაქტობრივად არაფერს მალავს. მას 203 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს.

გადაცემა „ფარულ კონვერტში“ მოდელმა და ტელეწამყვანმა მისი ცხოვრების უცნობ ფაქტზე ისაუბრა, როდესაც ერთ-ერთი ტელევიზიის ხელმძღვანელი მასთან სექსუალური კავშირის დამყარებას ცდილობდა, სანაცვლოდ კი ერთ-ერთი გადაცემის წამყვანობას სთავაზობდა. ნუკიმ მისი სახელისა და გვარის გამხელა არ მოისურვა და კონვერტი დაწვა, თუმცა აღნიშნა, რომ ძალიან დაბალი დონის ადამიანი იყო, რომელიც ამჟამად არც ერთ ტელევიზიაში არ მუშაობს, და ამ ტელევიზიაში თავადაც არასდროს უმუშავია და არც არასდროს იმუშავებს.

ყველა ახალი ამბავი
0