Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ანორექსია დაგეწყო? სიგამხდრე არ გიხდება!“ – ბეგაშვილის თაყვანისმცემლები განგაშს ტეხენ

© Photo: Shorena Begashvili / FBშორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შორენა ბეგაშვილმა წონაში კლება დიეტის მეშვეობით დაიწყო. სექსუალურმა მსახიობმა საგანგებოდ Instagram-ის გვერდიც შექმნა, რომელზეც უამრავი ქალბატონია ჩასაფრებული. შეუდარებელმა ტელესახემ წონაში საგრძნობლად დაიკლო, იმდენად, რომ თაყვანისმცემლები აღელდნენ.

შორენა ბეგაშვილმა ინტენსიური ვარჯიში წლების წინ დაიწყო. ხშირი გადაღებების მიზეზით მოდელმა წონაში საგრძნობლად მოიმატა და ახლა გახდომას საკუთარი ძალებითა და დიეტით ცდილობს. შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში დროდადრო აქვეყნებს ფოტოებს, სადაც მისი შედეგი ჩანს.

სექსუალური ფორმების მქონე მსახიობი რადიკალური ცვლილებებისკენ მიისრაფვის. მისი სხეულით აღტაცებული მამაკაცები და ქალბატონები ემოციებს ვერ მალავენ. მიუხედავად იმისა, რომ ქართველ სექს-სიბმოლოდ აღირებულ მსახიობს ულამაზესი ფორმები აქვს, საკუთარი სხეულით უკმაყოფილომ ვარჯიში და განსაკუთრებული კვება „შორენას ჭკვიან საკვებთან“ ერთად დაიწყო. Smart Energy Diet – ეს არის შორენა ბეგაშვილის წონაში კლების საიდუმლო. მისი დიეტის გარშემო სულ რამდენიმე დღეში უამრავი ახალგაზრდა ქალბატონი გაერთიანდა, რომლებსაც სხეულის დახვეწა სურთ. ისინი შორენას პირად გვერდზე კლების შედეგებს უზიარებენ. წონაში დაკლებულთა შედეგები აღფრთოვანებას იწვევს, შორენას წელის იდეალური გარშემოწერილობა კი – გაოცებას.

View this post on Instagram

@calypsobeautyepoch 🦓

A post shared by Shorena Begashvili (@shorenabegashviliofficial) on

მიუხედავად იმისა, რომ შორენა ბეგაშვილს დიეტის დაწყებამდეც იდეალური სხეული ჰქონდა, გასაოცარია მისი ახლანდელი შედეგი. სხეულმა ფორმები ნამდვილად შეიცვალა და აშკარაა, რომ იდეალურთან ახლა კიდევ მეტად ახლოსაა. თაყვანისმცემლები კი კომენტარებში აჯანყებას განაგრძობენ და შორენას დიეტის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. „შარვალი გაქვს დიდი თუ ანორექსია დაგეწყო?“ – ამ და სხვა ტიპის კომენტარებს შორენას პირად გვერდზე ხშირად შეხვდებით. მიუხედავად ამისა, ბეგაშვილი სექსუალური და ცეცხლოვანი ტანის დაყენებას შეუჩერებლად განაგრძობს.

ყველა ახალი ამბავი
0