05:07 13 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (850)
172 0 0

ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადებული საქართველოს მოქალაქეები მკაცრი კლინიკური დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან

თბილისი, 29 თებერვალი — Sputnik. კორონავირუსით დაავადებული სამივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ერთ პაციენტს ტემპერატურის უმნიშვნელო მატება უფიქსირდება, განუცხადა ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

კორონავირუსის საფრთხე: საქართველოში კარანტინზე 170 ადამიანი იმყოფება >>

კორონავირუსი დაუდგინდა სამ ადამიანს - ირანში ნამყოფ ორ მამაკაცს და ასევე 31 წლის ქალს, რომელიც იტალიიდან ჩამოვიდა.

„სამივე ინფიცირებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ახალგაზრდა ქალს აღენიშნება ტემპერატურის მცირე მატება 37.1, ხოლო მამაკაცებს, ანუ პირველ და მესამე შემთხვევებს - არანაირი კლინიკური სიმპტომები, მათ შორის არც ტემპერატურის მატება არ აღენიშნებათ. ამის მიუხედავად, ისინი ძალიან მჭიდრო კლინიკური მონიტორინგის და მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ახალი კორონავირუსით ინფექციას აქვს ერთი ვერაგი თვისება, რითაც ის განსხვავდება სხვა რესპირაციული ინფექციებისგან - ეს დაავადება ხშირად მიმდინარეობს მსუბუქად ან უსიმპტომოდ, შეიძლება დაიწყოს უსიმპტომოდ და შემდეგ დამძიმდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ცერცვაძის თქმით, ინფიცირებული მამაკაცები ჩამოვიდნენ ირანის ქალაქ ყუმიდან - ამ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების კერიდან.

2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ შეატყობინა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი იყო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და დაავადებას ოფიციალური სახელწოდება დაუდგინა – COVID-2019.

ჩინეთის მატერიკულ ნაწილში დაავადებულთა რიცხვმა 79,2 ათასს მიაღწია, გარდაიცვალა 2 835 ადამიანი, განიკურნა 39 ათასზე მეტი. ჯანმოს მონაცემებით, პარასკევისთვის ჩინეთის ფარგლებს გარეთ 51 ქვეყანაში დაავადებულთა რაოდენობამ მიაღწია 4 691-ს, დაღუპულია 67 ადამიანი.

თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (850)

მთავარი თემები