04:45 13 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (850)
174 0 0

ოპოზიციური არხის სიუჟეტში ამტკიცებდნენ, რომ ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც ექიმების დაკვირვების ქვეშ კორონავირუსით ინფიცირების ეჭვით რამდენიმე ათეული პაციენტი საკარანტინო პერიოდს გადის, სრული ანტისანიტარიაა

თბილისი, 29 თებერვალი — Sputnik. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ „მთავარი არხის“ ჟურნალისტის გამო საინფორმაციო ბრიფინგი ჩაშალა.

კორონავირუსის საფრთხე: საქართველოში კარანტინზე 170 ადამიანი იმყოფება >>

ინფექციურ კლინიკაში მკურნალობს სამი პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ასევე კარანტინში იმყოფებიან ადამიანები ამ დაავადებაზე ეჭვით.

ოპოზიციურმა ტელეარხმა პარასკევს საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინფექციურ საავადმყოფოში ანტისანიტარიაა და ყველა პაციენტს სიცხეს ერთი თერმომეტრით უზომავენ.

„მთავარ არხზე" გასული შეკვეთილი სიუჟეტის დროს გაცხადებული ცილისმწამებლური, ცრუ ინფორმაციის გამო ბოიკოტს ვუცხადებ „მთავარ არხს", დატოვოს საბრიფინგო სივრცე", - განაცხადა ეზუგბაიამ და ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე უარი განაცხადა.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამი შემთხვევა ფიქსირდება. ყველა დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანიდან ან იტალიიდან ჩამოვიდა. გარდა ამისა, კარანტინში 170 ადამიანი იმყოფება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსის აფეთქებასთან დაკავშირებით, თავი შეიკავონ ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ირანსა და იტალიაში წასვლისგან. მანამდე ახალი ტიპის პნევმონიის ეპიდაფეთქების გამო საქართველომ დროებით შეაჩერა პირდაპირი ფრენები ჩინეთიდან და ირანიდან. აიკრძალა ასევე ცხოველების იმპორტი ჩინეთიდან. საქართველოს აეროპორტებსა და სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოგზაურს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.

თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (850)

მთავარი თემები