05:53 13 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (850)
266 0 0

საქართველოს სკოლებში, საბავშვო ბაღებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დეზინფექცია ჩატარდება. სწავლა 16 მარტს განახლდება.

თბილისი, 29 თებერვალი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის გამო სასკოლო არდადეგები ერთი კვირით ადრე - 2 მარტს დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მესამე შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა დაავადებული საქართველოს მოქალაქეა და უცხოეთიდან არის ჩამოსული.

სასკოლო არდადეგების გადმოტანის გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზეა მიღებული.

აღნიშნულია, რომ სკოლები ერთი კვირით ადრე არა ეპიდემიის საფრთხიდან გამომდინარე, არამედ დეზინფექციის ჩატარების მიზნით დაიკეტება.

„იმისთვის, რომ ყველა სკოლის დეზინფექციისთვის იყოს საკმარისი დრო, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, დეზინფექცია საბავშვო ბაღებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ჩატარდება.

თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (850)

მთავარი თემები