02:37 02 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4626
  • 100 RUB4.4772
  • USD3.1172
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სოციალური სფერო საქართველოში (164)
123 0 0

საქართველოს კანონმდებლობით, მაღალმთიანი სოფლების მაცხოვრებლებს ეძლევათ სხვადასხვა შეღავათები, მათ შორის საგადასახადო

თბილისი, 29 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოთხი მუნიციპალიტეტის კიდევ ექვს სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა, ნათქვამია რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.

მაღალმთიანი რეგიონების 2019 - 2023 წლების განვითარების სტრატეგია მოიცავს სხვადასხვა მიმართულებით ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესებას. ქვეყნის ხელისუფლება განსაკუთრებით აქტიურად მუშაობს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების მიმართულებით, რათა ისინი საცხოვრებლად მიმზიდველი გახადოს და თავიდან აიცილოს მათი დაცარიელება.

მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა საქართველოს 1,73 ათასზე მეტ დასახლებულ პუნქტს, ხოლო მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსით სარგებლობდა 246 ათასი მოქალაქე, რომლებიც სარგებლობენ სპეციალური შეღავათებით, მათ შორის, გაზრდილი პენსიებით, სოციალური დახმარებით, შეღავათიანი ტარიფებით და სხვა პროგრამებით.

აღნიშნული შეღავათებით ისარგებლებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ახალციხის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი მელაანის, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების - დვანისა და კნოლევის, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლების - სპეთისა და ჭალოვანის მოსახლეობა.

ხუთი წლის წინ საქართველოს მთავრობამ პრიორიტეტად მთის განვითარება დაასახელა და მიიღო კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ". შეიქმნა მაღალმთიანი მოსახლეობის განვითარების ფონდი, რომლის ბიუჯეტმა 2016-2019 წლებში 86 მილიონი ლარი შეადგინა.

მაღალმთიან საწარმოებს ახალი შეღავათები მიენიჭათ >>

მაღალმთიანად ითვლება დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1,5 ათას მეტრ მდებარეობს. გამონაკლის შემთხვევებში, რელიეფის, ბუნებრივი და დემოგრაფიული პირობების გათვალისწინებით, ეს სტატუსი შეიძლება ზღვის დონიდან 800 მეტრს სიმაღლეზე და ზევით მდებარე დასახლებამაც მიიღოს.

 

თემები:
სოციალური სფერო საქართველოში (164)

მთავარი თემები