Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნინა წკრიალაშვილი 10-თვიანი გაუჩინარების შემდეგ გამოჩნდა- ვისთან ერთად ცხოვრობს მომღერალი?

© photo: Nina Tskrialashvili / FBნინა წკრიალაშვილი
ნინა წკრიალაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სკანდალებში გახვეულმა ნინა წკრიალაშვილმა ქვეყანა რამდენიმე თვის წინ დატოვა. მომღერალმა ყველაფერი მიატოვა და საყვარელ მამაკაცთან გაემგზავრა. ნახეთ, როგორ გამოიყურება ნინა 10- თვიანი პაუზის შემდეგ და ვისთან ერთად გამოჩნდა საბერძნეთიდან?

„ძალიან დიდი სიმწარეა, როცა საკუთარ სახელს და გვარს გუგლავ, ამ დროს კი პორნო-ჰაბი შენს ვიდეოს აგდებს“ - ნინა წკრიალაშვილის მორიგი სკანდალი ამ სიტყვებით დაიწყო. მომღერალმა წარმოუდგენელი ტკივილი საყვარელი მამაკაცისგან გამო განიცადა, რომელიც მას აშანტაჟებდა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გამოუქვეყნა. საქმეზე გამოძიება დღემდე მიმდინარეობს. ამის გამო, ნინამ ქვეყანა დატოვა და უსექსუალურეს პარტნიორს ქვეყნიდან შორს დაუბრუნდა. მრავალი მუქარისა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ერთ-ერთ პორნოგრაფიულ საიტზე გასაჯაროების მიუხედავად ნინა წკრიალაშვილი თაყვანისმცემლებს პირად ცხოვრებას არ უმალავს. თუმცა, რამდენიმე თვეა სოცქსელსა და ტელეეკრანებიდან გაქრა.

ნინა წკრიალაშვილი საკუთარ პიარ-მენეჯერთან ერთად 10 თვის შემდეგ პირველად გამოჩნდა. საბერძნეთში, კერძოდ ქალაქ ათენში მას მისმა მეგობარმა კოკი ფანგანმა მიაკითხა, რომელთან ერთად მომღერალი არა ერთ ფოტოზე პოზირებს და შესაშურად გამოიყურება. მათ ერთად ვიდეომიმართვა ჩაწერეს, რომელზეც ზალიკო ბერგერს საბერძნეთში ჩასვლისკენ უბიძგებენ. ივლისის თვეში, ნინა უცნობ მამაკაცთან ერთად ლიბანში მოგზაურობდა. წკრიალაშვილმა სიტყვების ნაცვლად მამაკაცთან გამოქვეყნებულ პირველ ფოტოს გულის სმაილი დაურთო და, რა თქმა უნდა, კომენტარებში დიდი ხმაურის ტალღა გამოიწვია.

მომ­ღერ­ლის, სავარაუდოდ, ახა­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი 50 წლამ­დე ასა­კის ილი­ას აზა­რია. იგი წარ­მო­შო­ბით ლი­ბა­ნი­და­ნაა და ამა­ჟა­მად სა­ბერ­ძნეთ­ში ცხოვ­რობს. რო­გორც Facebook-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი რამდენიმე ფოტოდან ირ­კვე­ვა, ნინა საბერძნეთში ცხოვრობს, სა­დაც ილი­ას­თან და მის მე­გობ­რებ­თან ერ­თად არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ დროს ატარებს. თავად ნინა, სოცქსელს მოწყვეტილია. რამდენიმე სურათი ვირტუალურ სივრცეში ილიას აზარის მეგობრებმა გამოაქვეყნეს.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­ცე­მა „ფა­რულ კონ­ვერ­ტში“ ღიად ისა­უბ­რა. სკანდალი ბიზ­ნეს­მე­ნ გი­ორ­გი შე­ლე­გიას, იგი­ვე „ძიაძიას“ სახელს უკავშირდება, რომელიც მომღერალზე 20 წლით უფროსია და ნინა წკრიალაშვილს მასთან რომანი ჰქონდა.

ყველა ახალი ამბავი
0