03:57 04 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (1879)
12902 0 0

ხათუნა ჟორდანიას მძიმე დაავადება დაუდგინეს. მიუხედავად ამისა, ძლიერი ქალბატონი მომღერალ მეუღლესთან ერთად იბრძვის და სამკურნალოდ თელ-ავივის კლინიკას აკითხავს.

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. მომღერალი ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში მძიმე პოსტს აქვეყნებს და გარდაცვლილ მამას დაბადების დღეს ულოცავს.

 

მომღერალი შუაღამეს ესტუმრა მამის საფლავს და 58-ე დაბადების დღე ასე მიულოცა. თეკუჩა ქარსელაძეს და ხათუნა ჟორდანიას ერთადერთი საერთო შვილი ჰყავთ. ნინი წლების მანძილზე საუბრობდა ხოლმე მამის პრობლემებზე და არც ის დაუმალავს არასოდეს, რომ მამა ციხეში იჯდა. პატიმრობის შემდეგ თეკუჩა ქარსელაძე რამდენიმე წელში გარდაიცვალა.

ნინი მიმართვაში აღნიშნავს, რომ მამამ მძიმე დროს დატოვა. მოგეხსენებათ, დედა - ხათუნა ჟორდანია რამდენიმე თვეა ფილტვის სიმსივნეს ებრძვის. „დღეს შენი დაბადების დღეა! 7 თვიანი კოშმარის შემდეგ, ეს დღეც ისე მოვიდა, თითქოს გუშინ იყო წინა წლის 28 თებერვალი, ტორტით რომ ამოვქროლდი იოსელიანზე. (ბევრი გეჩხუბე, ბევრიც მოგეფერე). შენ ხომ ყველაზე ძალიან გიყვარდა და პატარა ბავშვივით გიხაროდა 00:00 საათზე კარზე ზარი, ჩემი ხმაურიანი შემოსვლა ტორტით, თავზე ქუდით, ბევრი შუშხუნით და ბუშტით. ხოდა დღესაც არ დავარღვიე ჩვენი ტრადიცია, 00:00 საათზე სასაფლაოზე ვიყავი და უკვე ასე მოგილოცე შენი დღე“, - წერს მომღერალი.

მომღერალმა ზურა ხაჩიძემ მეუღლის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გაავრცელა. მოგვიანებით მან ფოტო ყინწვისის მონასტრიდან გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, წყვილი მონასტერში მოსალოცად იმყოფებოდა. რამდენიმე თვეა ზურასა და ხათუნას ოჯახის მიმართ ყურადღება არ ნელდება. ზურა ხაჩიძემ საკუთარ Instagram-ზე მეუღლის ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ხათუნა ჟორდანიას გადასხმას უკეთებდნენ. გაირკვა, რომ ცნობილი ოჯახის პოპულარული წევრი მძიმე სენს ებრძვის. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხათუნა ჟორდანიას ფილტვის სიმსივნე დაუდგინეს. მათ ამის შესახებ თვეების წინ გაიგეს, როდესაც ხათუნამ ექიმს ხველების გამო მიაკითხა. კონსულტაციის შემდეგ მომღერლის მეუღლეს ქიმიოთერაპიის ორი კურსი ჩაუტარდა. ამას ზურა ხაჩიძე სხვადასხვა ოფიციალურ წყაროებთან ადასტურებს.

ოჯახის განსაცდელის გარშემო უამრავი კეთილი ადამიანი გაერთიანდა, რომლებმაც ოჯახის ტკივილი და ხათუნას ავადმყოფობა გულთან ახლოს მიიტანეს და ზურასთან ერთად ლოცულობენ. აღსანიშნავია, რომ ხათუნა და ზურა ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთი გამორჩეული და ეპატაჟური წყვილია.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (1879)

მთავარი თემები