კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაციის სრული შემადგენლობა კარანტინში მოათავსეს

© Sputnik / Vladimir Umikashviliთბილისის აეროპორტში მგზავრებს კორონავირუსზე ამოწმებენ
თბილისის აეროპორტში მგზავრებს კორონავირუსზე ამოწმებენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად იმისა, რომ ირანიდან დაბრუნებულ დელეგაციის წევრებს ვირუსისთვის დამახასიათებელი არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდათ, ისინი კარანტინში მაინც მოათავსეს

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაცია, რომელიც გუშინ ირანიდან დაბრუნდა, ორ კვირას კარანტინში გაატარებს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".

ქართული უნივერსიტეტის წარმომადგენლები ირანის იმ მოქალაქეებთან ერთად მგზავრობდნენ, რომლებიც საეჭვო სიმპტომების გამო საქართველოში არ შემოუშვეს. სწორედ ამ მიზეზით მედიკოსებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უნივერსიტეტის დელეგაციის მთელი შემადგენლობა კარანტინში მოათავსონ.

კორონავირუსი - Sputnik საქართველო
ვრცელდება უჰანელი ექიმების რეკომენდაციები კორონავირუსთან დაკავშირებით: როგორ მოვიქცეთ

„დელეგაციაში 15-16 კაცი ვართ, არანაირი კორონავირუსი არ ფიქსირდება. გავიარეთ შემოწმებები სიცხის და ა.შ. თუმცა არც არაფერი. თავის დაცვის მიზნით, მათაც და ჩვენც გვინდა დავრწმუნდეთ, რომ არაფერი არ გვჭირს და რეალურად საგანგაშო მდგომარეობა არ არის," - განაცხადა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ.

დელეგაციის ხუთი წევრი კარანტინს აბასთუმანში გაივლის, დანარჩენები - სახლებში თვითიზოლაციის რეჟიმში იქნებიან.

26 თებერვალს, საღამოს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტი საქართველოს 50 წლის მოქალაქეა, რომელიც ირანიდან ჩამოვიდა. მამაკაცი საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა.

კორონავირუსის ეპიდემიის პრევენციის მიზნით საქართველოში საგანგებო ზომებს იღებენ. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი შექმნა. გადაწყდა ორი კვირით ირანთან სახმელეთო მიმოსვლის აკრძალვა.

მანამდე ახალი ტიპის პნევმონიის ეპიდაფეთქების გამო საქართველომ დროებით შეაჩერა პირდაპირი ფრენები ჩინეთიდან და ირანიდან. აიკრძალა ასევე ცხოველების იმპორტი ჩინეთიდან. საქართველოს აეროპორტებსა და სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოგზაურს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.

ყველა ახალი ამბავი
0