შსს კორონავირუსთან ბრძოლაში ჩაერთო

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების მიზნით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება - ჟურნალისტებს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში თავისუფალი გადაადგილება შეეზღუდათ.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე იმ მოქალაქეების ოპერატიულ სამედიცინო შემოწმებას უზრუნველყოფენ, რომლებიც ჩამოდიან ჩინეთიდან, სამხრეთ კორეადან, ირანიდან და იტალიიდან, ნათქვამია შსს-ს Facebook-გვერდზე.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ამ ქვეყნებიდან ჩამოსულ მგზავრებს 24-საათიან რეჟიმში ამოწმებენ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე - „წითელი ხიდი", „სადახლო", „სარფი" და „დარიალი", ასევე საქართველოს სამ აეროპორტში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. გარდა ამისა, აღნიშნულ პუნქტებში მუდმივად მორიგეობს სამედიცინო პერსონალი.

„საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში, ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში, 25-დან 30 ათასამდე მოქალაქე შემოდის. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში შემომსვლელი მგზავრი, ბოლო ორი კვირის განმავლობაში არ იმყოფებოდა ოფიციალურად განსაზღვრულ რისკ-ჯგუფის ქვეყანაში, მისი სავალდებულო სამედიცინო შემოწმება არ ხდება", - აღნიშნულია განცხადებაში.

შსს-ში აღნიშნავენ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების მიზნით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება - ჟურნალისტებს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში თავისუფალი გადაადგილება შეეზღუდათ.

ამ დროისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მაღალი რისკის მქონე ქვეყნების ჩამონათვალში ოთხი სახელმწიფო - ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი და იტალია შეიყვანა.

ყველა ახალი ამბავი
0