კორონავირუსის გამო თურქეთი საქართველოსთან საზღვრის კვეთის რეჟიმს ამკაცრებს

© photo: courtesy of Revenue Serviceსარფის საბაჟო
სარფის საბაჟო - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთიდან საქართველოში შემოსვლას ვერ შეძლებენ ის პირები, რომლებიც ბოლო სამი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჩინეთში, ირანში, სამხრეთ კორეაში ან იტალიაში.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. კორონავირუსის გავრცელების რისკის შემცირების მიზნით თურქეთი საქართველოსთან საზღვრის კვეთის რეჟიმს ამკაცრებს, ნათქვამია საქართველოში თურქეთის საკონსულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აფთიაქი - Sputnik საქართველო
გამყრელიძე: სამედიცინო ქსელი მზადაა, დახმარება აღმოუჩინოს კორონავირუსით დაავადებულ პირებს

26 თებერვალს, საღამოს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტი საქართველოს 50 წლის მოქალაქეა, რომელიც ირანიდან ჩამოვიდა. მამაკაცი საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა.

იმისთვის, რომ თურქეთის საზღვარი გადაკვეთონ, მგზავრებმა პასპორტები უნდა წარმოადგინონ. მიმდინარე წლის 26 თებერვლიდან დაიწყო ტრაილერების მძღოლების პასპორტების კონტროლი, რომლებიც საქართველოს მიმართულებით მოძრაობდნენ.

ამ დროისთვის საქართველოში შემოსვლა არ შეუძლიათ იმ პირებს, რომლებიც, საპასპორტო მონაცემების თანახმად, ბოლო სამი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჩინეთში, ირანში, სამხრეთ კორეაში ან იტალიაში.

თურქეთის საკონსულოში ასევე განმარტავენ, რომ რეგულაციები შესაძლებელია შეიცვალოს, რამდენადაც კორონავირუსთან დაკავშირებული პროგრამები მუდმივი განახლების რეჟიმშია.

ქორწილი ჩინეთში - Sputnik საქართველო
როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან: მთავრობამ ქსელში ჯანმოს რეკომენდაციები გაუშვა

ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში 22 ადამიანი გარდაიცვალა, 141 კი დაინფიცირდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქვეყანაში კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი შექმნა. გადაწყვეტილება იქნა მიღებული ირანთან სახმელეთო მიმოსვლის ორი კვირით შეჩერების თაობაზე.

მანამდე ახალი ტიპის პნევმონიის ეპიდაფეთქების გამო საქართველომ დროებით შეაჩერა პირდაპირი ფრენები ჩინეთიდან და ირანიდან. აიკრძალა ასევე ცხოველების იმპორტი ჩინეთიდან. საქართველოს აეროპორტებსა და სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოგზაურს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.

2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ შეატყობინა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და დაავადებას ოფიციალური სახელწოდება დაუდგინა – COVID-2019.

ყველა ახალი ამბავი
0