საქართველოს განათლების სამინისტრო სკოლებში სანიტარულ ნორმებს ამკაცრებს

© Sputnik / Alex Shlamovვირუსი ქვეყანაში - ქუჩებში პირბადეებით დადიან
ვირუსი ქვეყანაში - ქუჩებში პირბადეებით დადიან - Sputnik საქართველო
გამოწერა
უწყება კიდევ ერთხელ მოუწოდებს სკოლების ადმინისტრაციებს, მკაცრად დაიცვან სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები – ხშირად გაანიავონ შენობა, სველი წესით დაალაგონ საკლასო ოთახები და ა.შ.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სკოლებში სანიტარულ ნორმებს ამკაცრებს, თუმცა ამ ეტაპზე სასწავლო პროცესის შეჩერების აუცილებლობას ვერ ხედავს.

აფთიაქი - Sputnik საქართველო
გამყრელიძე: სამედიცინო ქსელი მზადაა, დახმარება აღმოუჩინოს კორონავირუსით დაავადებულ პირებს

მანამდე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემაც განაცხადა, რომ სკოლებისა და საბავშვო ბაღების დახურვის აუცილებლობა არ დგას, რამდენადაც ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

26 თებერვალს, საღამოს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტი საქართველოს 50 წლის მოქალაქეა, რომელიც ირანიდან ჩამოვიდა. მამაკაცი საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა.

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირების მიუხედავად არც საერთაშორისო სტანდარტით და არც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით სასწავლო პროცესის შეჩერების საფუძველი არ არსებობს. თუმცა, ყველა სკოლაში სანიტარული ნორმები მკაცრდება.

„მოსწავლეთა ჯანმრთელობის, ნორმალური სასწავლო პროცესისა და სკოლებში ჯანსაღი გარემოს შესაქმენლად ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დასაცავად ზომები მკაცრდება. შესაბამისად, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურს-ცენტრები სკოლების მონიტორინგს უფრო ინტენსიურად განახორციელებენ, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი გართულება", – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

უწყება კიდევ ერთხელ მოუწოდებს სკოლების ადმინისტრაციებს, დაიცვან სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, ყოველდღიურად მოხდეს საკლასო ოთახებისა და სხვა სასწავლო და დამხმარე სივრცეების სველი წესით დალაგება, ხშირად მოხდეს შენობის განიავება. ამასთან, სკოლებში ორი ცვლის შემთხვევაში, დალაგება დღეში ორჯერ განხორციელდეს როგორც სარეცხი, ისე სადეზინფექციო საშუალებებით.

ახალი ტიპის პნევმონიის ეპიდაფეთქების გამო საქართველომ დროებით შეაჩერა პირდაპირი ფრენები ჩინეთიდან და ირანიდან. აიკრძალა ასევე ცხოველების იმპორტი ჩინეთიდან. საქართველოს აეროპორტებსა და სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოგზაურს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.

ყველა ახალი ამბავი
0