თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში დილიდან ახალი პაციენტები მიიყვანეს

© Sputnik / Alex Shlamovთბილისელები ნიღბებით
თბილისელები ნიღბებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ექიმების დაკვირვების ქვეშ ათი პაციენტი იმყოფება. მათი ტესტირების პასუხები ცნობილი დღის მეორე ნახევარში გახდება.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში დილიდან სამი ახალი პაციენტი შეიყვანეს. მათ ყველა საჭირო ტესტირებას ჩაუტარებენ, რომლის შედეგები დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი. ამის შესახებ ჟურნალისტებს საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

ჩინეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია>>

ეზუგბაიამ ასევე ისაუბრა კორონავირუსით ინიფიცირებულ მამაკაცზე. მისი თქმით, კლინიკურმა ლაბორატორიულმა კვლევამ რამე ცვლილება არ გამოავლინა.

ქორწილი ჩინეთში - Sputnik საქართველო
როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან: მთავრობამ ქსელში ჯანმოს რეკომენდაციები გაუშვა

„ჯერჯერობით დამაკმაყოფილებელია მისი მდგომარეობა, კვლავ არ აქვს ტემპერატურა, არც ჩივილები და არ ვლინდება ცვლილებები, თუმცა ეს დაავადება საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს ხოლმე და შესაძლებელია მიმდინარეობისას ნებისმიერ დროს მოხდეს პაციენტის დამძიმება, რაც პნევმონიის სახით გამოვლინდება. გრძელდება მეთვალყურეობა და არსებული სიტუაციის დინამიური მონიტორინგით გადაწყდება შესაბამისი დახმარება", – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, ადამიანს, რომელიც ინფიცირებულის გვერდით იყო, კორონავირუსი არ დაუდგინდა, მაგრამ ის მაინც ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება. პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში 10 პაციენტი იმყოფება. მათი ანალიზების პასუხები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

საქართველოს პრემიერი: პანიკის საფუძველი არ გვაქვს>>

კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა. საუბარია 50 წლის მამაკაცზე, საქართველოს მოქალაქეზე, რომელიც ქვეყანაში ირანიდან დაბრუნდა აზერბაიჯანის გავლით. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს და მას არ აღენიშნება არანაირი კლინიკური გამოვლინება.

ყველა ახალი ამბავი
0