ნახეთ ვინ იყო ულამაზესი გოგონა, რომელიც სამტრედიასთან საშინელ ავარიას ემსხვერპლა – ფოტოები

© photo: Sputnik / Nika Latariaავარია ჩხოროწყუში
ავარია ჩხოროწყუში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამტრედიის შესასვლელთან საზარელი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტომობილი და მინივენი შეეჯახნენ.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. სამტრედიის გზაზე 25 თებერვალს მომხდარ საზარელ ავარიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთაგან ერთ-ერთი მარიამ ბოჭოიძეა.

მარიამის გარდაცვალებას ახლობლები და მეგობრები ეხმაურებიან და უსამძიმრებენ მის შვილს და მთელ ოჯახს გოგონას გარდაცვალებას.

„არ მჯერა, რომ აღარ ხარ. გული მტკივა შენი წასვლით უსაყვარლესო ადამიანო“, „არ შემიძლია დავიჯეროო შენი არყოფნა. საშინელი ამბავიააა. გული მეწვება“, – წერენ მარიამის ახლობლები სოციალურ ქსელში.

სამტრედიის შესასვლელთან საზარელი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტომობილი და მინივენი შეეჯახნენ. მინივენში მჯდომი ხუთივე მგზავრი დაიღუპა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0