Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ბერა ივანიშვილი სიდედრ-სიმამრთან ერთად – უცნობი ფოტოები

© photo: Bera / FBბერა ივანიშვილი მეუღლესთან და შვილთან ერთად
ბერა ივანიშვილი მეუღლესთან და შვილთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნანუკა გუდავაძეს ორი და ჰყავს, რომელთაც საზოგადოება არ იცნობს. ამბობენ, რომ მისი მამა ბიძინა ივანიშვილის მეგობარი ბიზნესმენია.

2019 წლის დეკემბერში საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წყვილს – ნანუკა გუდავაძესა და ბერა ივანიშვილს ბიჭუნა, პატარა ბერუკა შეეძინა. ბერამ მალევე გამოაქვეყნა ახალდაბადებულის ფოტო. წყვილმა წინა თვეში პატარა მონათლა და მისი სახეც პირველად აჩვენეს საზოგადოებას. დღეს ბერუკას ფოტოები უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს და საზოგადოება იმას განიხილავს, ვის უფრო ჰგავს პატარა – დედას თუ მამას.

View this post on Instagram

The best conversations 💙

A post shared by BERA (@beraofficial) on

წყვილის სიყვარულის შესახებ ცნობილი 2018 წელს გახდა და მაშინვე აგორდა უამრავი ჭორ-მართალი. ბერას სოციალურ ქსელში ამ გოგონასთან ერთად გადაღებული ფოტოს გამოქვეყნებამ კი დაადასტურა, რომ სულ მალე კიდევ ერთი ოჯახი შეიქმნებოდა და ბიძინა ივანიშვილი მამამთილის ამპლუას მოირგებდა. პირველი, რაც ბერა ივანიშვილის მომავალ მეუღლეზე გახდა ცნობილი, ის არის, რომ ის ყოფილი მოდელია და ბიძინა ივანიშვილის მეგობრის ქალიშვილია. ნანუკას ოჯახზე ბევრი არაფერია ცნობილი. სოციალურ ქსელში იძებნებიან მისი დები – ანი და მარიამ გუდავაძეები. მარიამი ნანუკაზე და ანიზე ბევრად უმცროსია. ფოტოებიდან ირკვევა, რომ ანი დაქორწინებულია, ბერას და ნანუკას ქორწილში ორსულად იყო და ახლა პატარა ბიჭუნას დედაა.

დების მსგავსება გაოცებას იწვევს, მათი დედა – ნატა გუდავაძე კი გოგონების დას უფრო ჰგავს. ის ვაკეში, ერთ-ერთ პრესტიჟულ სალონში მენეჯერად მუშაობს. ცოტა ხნის წინ ბერამ Instagram-ის „სთორიში“ ბერუკას ნათლობის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მისი სიდედრი და სიმამრიც არიან.

View this post on Instagram

Family vacation 💙

A post shared by BERA (@beraofficial) on

მასმედიაში წერენ, რომ 14 წლის ასაკში ნანუკა გუდავაძე დიზაინერ ბიჭოლას ბრენდის სახე გახდა. ამჟამად გოგონას მოდის ბლოგერს უწოდებენ. ნანუკას Instagram-ის მიხედვით შეიძლება თქმა, რომ მას უყვარს კამერის წინ პოზირება, ბოსტნეულის სალათები, ყავა და პატარა ჩანთები გრძელი სახელურით. მის ფოტოებზე ქართველ მოდელებს ნახავთ, მათ შორის ანა შელიას, ხოლო მასზე კომენტარებს აკეთებენ პოპულარული დიზაინერები, ანუკი არეშიძის ჩათვლით. ნანუკა გუდავაძეზე წერენ, რომ ის საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტნის მერაბ შარიქაძის ყოფილი შეყვარებულია.

View this post on Instagram

Forever my Valentine ❤️

A post shared by BERA (@beraofficial) on

ნანუკა გუდავაძისა და ბერა ივანიშვილის ჯვრისწერა 2018 წლის 11 ნოემბერს სვეტიცხოველში გაიმართა. მცხეთელების თქმით, ასეთი საზეიმო ჯვრისწერა ბოლოს ბაგრატიონების შთამომავლების შეუღლებისას ნახეს. „ამიერიდან და სამუდამოდ", „ქმარი და ცოლი" – ასე დაასათაურეს თავიანთი პოსტები საოცარი ფოტოებით ახლად შეუღლებულებმა. ფოტოებზე ისინი „სამოსელი პირველის“ საქორწინო ტანსაცმელში არიან. ფოტოებზე აღბეჭდილია ჯვრისწერის მთავარი და ბედნიერი მომენტები. სოციალური ქსელების მომხმარებლები წერენ, რომ „ეს საოცრებაა", „ნამდვილი ზღაპარია" და ახლად დაქორწინებულებს დიდ ბედნიერებასა და სიყვარულს უსურვებენ.

View this post on Instagram

Does he look more like mom or dad? (We’ll count ALL your comments 😄)

A post shared by BERA (@beraofficial) on

ბერას ქორწილი უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების დაცვით გაიმართა. ჯვრისწერას ესწრებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და მაღალჩინოსნები, მათ შორის, თბილისის მერი კახა კალაძე და ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი. წყვილმა ქორწილი მრავალრიცხოვანი სტუმრების თანდასწრებით კოჯორთან ახლოს, ფეშენებელურ დასასვენებელ კომპლექსში გადაიხადა. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ დღესასწაულის ცოცხალი ყვავილებით გაფორმებაზე ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა. ბერა მრავალი სიმღერის ავტორი და შემსრულებელია. ის კონცერტებს არ მართავს, მაგრამ თავის შემოქმედებას ინტერნეტის მეშვეობით წარმოადგენს. მის ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს. მუსიკოსმა 2010 წელს დააარსა თავისი ხმის ჩამწერი სტუდია Dream.

ყველა ახალი ამბავი
0