03:39 04 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (1879)
405 0 0

მოდელი, ტელეწამყვანი და სხვადასხვა ბრენდის სახე შეუდარებლად გამოიყურება. მანიკამ ფეხმძიმობის სურათი გაასაჯაროვა. სოციალური ქსელის მომხმარებლები ფოტომ ცოტა დააბნია.

მანიკა ასათიანი ადრეულ ასაკში დაოჯახდა. მას ერთი ვაჟი ჰყავს. სოციალურ ქსელში აქტიური ვარსკვლავი ვაჟის ვიდეოებსა და ფოტოებს ხშირად აქვეყნებს. პატარა ბიჭი დედას ძალიან ჰგავს. ტელესახე პირად ცხოვრებაზე არ საუბრობს, მაგრამ სოციალურ ქსელში ულამაზესი ოჯახის ფოტოები ინტენსიურად ვრცელდება. მანიკა – მოდელი, ხოლო მისი მეუღლე ბექა წივწივაძე – კალათბურთელია. მეგა-შოუების თანაწამყვანი 17 წლის იყო, როდესაც მომავალი ქმარი გაიცნო და ისინი მალე დაოჯახდნენ. 19 წლის დაფეხმძიმდა და ვაჟი – გიორგი წივწივაძე გააჩინა. პატარა გიორგის, როგორც Instagram-დან ირკვევა, მამისგან განსხვავებით, ფეხბურთელობა სურს.

View this post on Instagram

🖇

A post shared by Manika Asatiani (@manika.asatiani_official) on

მანიკა ასათიანმა ოფიციალურ გვერდზე 2012 წელს გადაღებული სურათი გამოაქვეყნა. მოდელს აღნიშნულ ფოტოზე დიდი მუცელი ეტყობა, ის პირველ ვაჟზეა ფეხმძიმედ. მისი ვაჟი გიორგი ახლა 8 წლის არის. ბიჭუნა სკოლის მოსწავლეა.

წყვილი ერთად ხშირად ჩნდება. მანიკას და ბექას სხვადასხვა ღონისძიებებზე გამოჩენა პოზიტივს იწვევს. მოდელის ღიმილი და სპორტსმენის იუმორი ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის. სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეოებზეც კარგად ჩანს, რომ მათი ვაჟიც საკმაოდ პოზიტიური და ენერგიული ბიჭია. ინტერვიუებში მანიკა ხშირად ახსენებს, რომ ბექას გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. საზოგადოებას კი ისინი უერთმანეთოდ ვერ წარმოუდგენია.

View this post on Instagram

💚

A post shared by Manika Asatiani (@manika.asatiani_official) on

რამდენიმე წლის წინ მანიკას ჰქონდა შემთხვევა, როდესაც ბექასთან დროებით განშორება მოუწია. ის მილანში გაემგზავრა, ხოლო ბექა თბილისში თამაშობდა. ამის გამო მანიკა სასტუმროს ოთახში მონატრებისგან ტიროდა. აღსანიშნავია, რომ მოდელი და ტელეწამყვანი სხვადასხვა გადაცემის რეიტინგული სტუმარია.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (1879)

მთავარი თემები