Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ჯანდაცვის სამინისტრო: იტალიასთან ავიამიმოსვლის შეჩერება არ განიხილება

© SPUTNIK / DENIS ASLANOVლუგარის ლაბორატორია
ლუგარის ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად საქართველოში განიხილება საზღვრებზე კონტროლის გამკაცრების საკითხები, ასევე საკარანტინო ზომები მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულთათვის

თბილისი, 25 თებერვალი - Sputnik. ამ ეტაპზე საქართველო იტალიასთან ავიამიმოსვლის შეჩერებას კორონავირუსის გამო არ განიხილავს, განუცხადა ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

ჩრდილოეთ იტალიაში გასულ უქმეებზე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა. 25 თებერვლის მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ის 322 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 10 ადამიანი, განიკურნა 1 ადამიანი.

„ჯერ არც იტალიასთან და არც ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან მიმართებაში მოგზაურობის შეზღუდვის წინადადებს არ განვიხილავთ“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, განიხილება საკითხი საზღვრებზე კონტროლის გამკაცრების საკითხი.

© video: Sputnik / / Ruptly / APახალი კორონავირუსი ჩინეთიდან: რა ვიცით მის შესახებ ამ მომენტში
ჯანდაცვის სამინისტრო: იტალიასთან ავიამიმოსვლის შეჩერება არ განიხილება - Sputnik საქართველო
ახალი კორონავირუსი ჩინეთიდან: რა ვიცით მის შესახებ ამ მომენტში

„ჯერ მაღალი რისკის ქვეყნებად რჩება ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი. ამდენად, საქართველომ ამ მიმართულებით მიიღო უფრო აქტიური პრევენციული ღონისძიებები ფრენების შეზღუდვის და ასევე, საზღვრების კონტროლის თვალსაზრისით. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მათთან მოძრაობა შეუზღუდავი რჩება, თუმცა, ამავე დროს, ვფიქრობთ, მეტად გამკაცრდეს სასაზღვრო პუნქტებში, როგორც მონიტორინგის ღონისძიებები, ასევე მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსული მოგზაურებისთვის კარანტინის ზომები“, - განაცხადა გაბუნიამ.

საქართველოში ამ მომენტისთვის კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო
იტალიაში საქართველოს მოქალაქეებისთვის „ცხელი ხაზი“ ამოქმედდა

თუმცაღა ამ დროისათვის კარანტინი შეეხო საქართველოს 34 მოქალაქეს, რომლებიც ჩინეთიდან დაბრუნდნენ.

„არცერთ მათგანს არ აღენიშნება სიმპტომი, თუმცა ისინი რჩებიან ჯერ კარანტინში. კარანტინთან ერთად ასევე შესაძლებელია თვითიზოლაციის ვარიანტის განხილვაც, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეპიდემიოლოგები შეაფასებენ თვითიზოლაციისთვის პირობებს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გაბუნიას თქმით, რაც შეეხება კორონავირუსის გავრცელების ტენდენციას, ჯანმო ჯერჯერობით მოსალოდნელი სტაბილიზაციის კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებს და ასევე სავარაუდო ტენდენციებზეც ვერ საუბრობს.

მისი თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მრავალ ქვეყანაში მეცნიერთა ჯგუფი მუშაობს.

„რა თქმა უნდა, დიდი აქცენტი ამაზე კეთდება, თუმცა ჯერ კონკრეტული თარიღი, როდის იქნება ვაქცინა გამოყენებისთვის ხელმისაწვდომი ცნობილი არ არის. სულ მცირე, მინიმუმ ექვსი თვე არის ის ყველაზე მინიმალური პერიოდი, რაც შეიძლება დასჭირდეს ყველაზე ოპტიმისტურ სცენარში ვაქცინის გამოყვანას და შემდეგ მის გარკვეულად გამოცდას“, – განაცხადა გაბუნიამ.

ახალი ტიპის პნევმონიის აფეთქების გამო საქართველომ დროებით შეაჩერა ფრენები ჩინეთიდან, საიდანაც ასევე აკრძალულია ცხოველების ჩამოყვანა. აეროპორტებსა და სახელმწიფო საკონტროლო პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოქალაქეს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.

ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ ახალ კორონავირუსთან. ჯანმომ აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად შეაფასა და მას ოფიციალური სახელწოდება მიენიჭა – COVID-2019.

ბოლო მონაცემებით, სულ მსოფლიოში ახალი კორონავირუსით, COVID 2019-ით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 80 239 კაცი შეადგინა. აქედან მატერიკულ ჩინეთზე 77 780 შემთხვევა მოდის. გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა სულ 27 ათასზე მეტი კაცი, გარდაიცვალა 2 666 ადამიანი. ჩინეთის ფარგლებს გარეთ, 33 ქვეყანაში დაავადებულთა რიცხვი 2459-მდე გაიზარდა, გარდაიცვალა 34 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0