Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

თათია სულუაშვილს ულამაზესი ოჯახი ჰყავს – ნახეთ როგორ გამოიყურებიან იუმორისტის შვილები

© courtesy of Tatia Suluashviliთათია სულუაშვილი
თათია სულუაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ახალი შაბათის შოუს“ არტისტი და უამრავი სახასიათო როლის შემსრულებელი წლების წინ დაოჯახდა. მისი რჩეული საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ვასიკო შაბურიშვილია. წყვილს ორი შვილი შეეძინა.

თათია სულუაშვილი ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთი გამორჩეული იუმორისტია. მიუხედავად იმისა, რომ თეატრალურ უნივერსიტეტში არ უსწავლია და პროფესიით სულაც ეკონომისტია, მის მიერ შესრულებულ როლებს უამრავი ადამიანი იწონებს. თათია როლებში ისე იჭრება, რომ ბევრს თათიას ბუნებრივი ხასიათი გმირის განწყობაში ეშლება. ახლა თათია სულუაშვილის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დადგა. ახალმა სატელევიზიო არხმა ახალი იუმორისტული შოუ შექმნა. იუმორისტმა თავისი მაყურებელი არ დაკარგა, პირიქით, თაყვანისმცემლებს ახალი როლებით ანებივრებს. სულუაშვილის კადრს მიღმა გადაღებული ვიდეოებიც კი დიდი პოპულარობით სარგებლობს.

თათია სულუაშვილს დიდი ოჯახი ჰყავს. 11 წელია რაც დაოჯახდა. მისი რჩეული ეკონომისტი ვასიკო შაბურიშვილია, რომელსაც ტელეეკრანებსა და ჟურნალებში გამოჩენა არ უყვარს. მეუღლესთან შედარებით ვასიკო საჯარო სივრცეებსა და კამერებს თავს არიდებს. როგორ თავად აღნიშნავს, თათია ცხოვრებაში ძალიან კარგი დედა და მეგობარია. ვასიკოს და თათიას ორი შვილი ჰყავთ, ქეთო და დათი შაბურიშვილები.

„ახალი შაბათის შოუს“ სკეტჩებში ჩანს, რომ თათიას უფროსი ქალიშვილი ქეთი იუმორისტული ნომრების გადაღებაშიც მონაწილეობს. ერთ-ერთი მათგანი სალომე ზურაბიშვილზე გადაღებული სკეტჩია, რომელშიც პატარა გოგონა სკოლის მოსწავლის როლს საკმაოდ თამამად ასრულებს. გადატვირთული გრაფიკის გამო თათია ოჯახთან ყოფნას ხშირად ვერ ახერხებს. ინტერვიუებში კი ამბობს, რომ მეგობრებთან ერთად გასართობად სადმე წასვლაზე მეტად შინ შვილებთან და ლეკვთან ერთად ყოფნა ურჩევნია.

ყველა ახალი ამბავი
0