საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებს ხელფასი გაეზარდათ

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურის შენობა
პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გადაწყვეტილება ძალაში უკვე შევიდა, შესაბამისად, საქართველის პროკურატურის თანამშრომლები 500 ლარით გაზრდილ ანაზღაურებას თებერვლიდან მიიღებენ.

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. პროკურორებს, გამომძიებლებს, სტაჟირებაზე მყოფ პირებს და პროკურატურის საშუალო რგოლის თანამშრომლებს ხელფასი 500 ლარით გაეზარდათ, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ახლადდანიშნულმა გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ მიიღო.

ირაკლი შოთაძე - Sputnik საქართველო
საზოგადოების ნდობის ამაღლება: შოთაძემ ძირითადი პრიორიტეტები დაასახელა

როგორც „Sputnik–საქართველოს" უწყებაში აცნობეს, ხელფასების მომატება სახელმწიფო ბიუჯეტით არსებული ასიგნებების ფარგლებში შეეხება ყველა პირს, გარდა ხელმძღვანელი პირებისა. შედეგად, ცვლილება შეეხო პროკურატურის 514 თანამშრომელს.

„პროკურატურის თანამშრომელთა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების გაუმჯობესება მომავალშიც გაგრძელდება, ვინაიდან, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, ევროსაბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, პროკურატურის თანამშრომლების მყარი სოციალური დაცვის გარანტიები პროკურორთა დამოუკიდებლობის გაძლიერებას, ინსტიტუციის განვითარებას და უწყების ეფექტიან საქმიანობას განაპირობებს. გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით, განხორციელებული ცვლილებით ხელფასის ზრდა არ შეეხებათ მის მოადგილეებს, ოლქის პროკურორებსა და დეპარტამენტის უფროსებს", – აცხადებენ პროკურატურაში.

გადაწყვეტილება ძალაში უკვე შევიდა და, შესაბამისად, საქართველის პროკურატურის თანამშრომლები გაზრდილ ანაზღაურებას უკვე თებერვლიდან მიიღებენ.

ირაკლი შოთაძემ გენერალური პროკურორის თანამდებობა გასულ კვირაში დაიკავა.

ირაკლი შოთაძე - Sputnik საქართველო
ირაკლი შოთაძე საქართველოს გენერალური პროკურორი გახდა

36 წლის ირაკლი შოთაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მანამდე სამი წელი იმუშავა – 2015 წლის ნოემბრიდან 2018 წლის მაისამდე. მან თანამდებობა 2018 წელს საზოგადოების ზეწოლის ფონზე დატოვა, მას შემდეგ, რაც პროკურატურამ არასრულწლოვანი დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულის ბრალის დამტკიცება ვერ შეძლო.

მოგვიანებით გაირკვა, რომ №51 საჯარო სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმის გამოძიებაში ჩარეული იყო პროკურატურის თანამშრომელი, რომელიც თავის ნათესავს ხელს აფარებდა. ახალმა გამოძიებამ, რომელიც შოთაძის გადადგომის შემდეგ ჩატარდა, დაადგინა, რომ დავით სარალიძე ორმა პირმა, მათ შორის პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის ნათესავმა მოკლა.

2019 წლის დეკემბერში გენერალური პროკურორის თანამდებობის გათავისუფლების შემდეგ, შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარუდგინა.

ყველა ახალი ამბავი
0