01:39 13 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6237
  • 100 RUB4.2107
  • USD3.0785
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
196 0 0

კომპანიის განცხადებით, Coal Of Georgia არ გეგმავს ძიძიგურის სახელობის შახტის დახურვას, მით უმეტეს – თანამშრომლების გათავისუფლებას.

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. ტყიბულში ძიძიგურის სახელობის შახტის დახურვა დროებითი ღონისძიებაა, განაცხადა კომპანია Coal Of Georgia-ს („საქნახშირი“, რომლის ინვესტორია კომპანია Steel International trade) წარმომადგენელმა მიხეილ სოცკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან.

სოცკის სიტყვებით, შახტის დროებითი დახურვა უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებას უკავშირდება.

მან ასევე აღნიშნა, რომ კომპანია არც ერთი თანამშრომლის გათავისუფლებას არ გეგმავს.

„ჩვენ განვიხილეთ ყველა საკითხი პროფკავშირებთან. მეშახტეებისთვის ჯერ კიდევ ნოემბრის თვეში იყო ცნობილი შახტში ჩაშვების მექანიზმის გეგმური შემოწმებისა და ტექნიკური რემონტის შესახებ, რაც გამოიწვევდა საქმიანობის დროებით შეჩერებას. ადმინისტრაციის არც ერთი თანამშრომლის და არც ერთი მეშახტის სამუშაო ადგილის შემცირებას არ ვგეგმავთ. სამუშაოები კი, შესაძლოა, მაქსიმუმ სამი თვის მანძილზე გაგრძელდეს", – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

სოცკიმ ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მუშაობს სპეციალური კომისია, რომელმაც უნდა დადოს დასკვნა ტექნიკური აღჭურვილობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ტყიბულში კომპანია Steel International trade-ის მიერ ძიძიგურის სახელობის შახტის დახურვის გადაწყვეტილების გამო დაახლოებით 200-მდე მეშახტე გაიფიცა.

როგორც გაირკვა, ქვანახშირის მოპოვების პროცესი მესამე დღეა შეჩერებულია, რამდენადაც ობიექტზე შრომის პირობები გაუარესებულია. კომპანია Steel International trade-ის მიერ 2019 წლის ოქტომბერში მიცემული დაპირების თანახმად, ძიძიგურის სახელობის შახტში აღჭურვილობა, რომელსაც ექსპლუატაციის ვადა გასული აქვს, ოთხი თვის განმავლობაში უნდა გამოეცვალათ. შეთანხმების ვადა 2020 წლის 26 თებერვალს იწურება.

მთავარი თემები