Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ახლა მხოლოდ სიყვარული“ – მაია ასათიანის უმშვენიერესი ვიდეო ეგზოტიკური კუნძულიდან

© courtesy of talk show profiliმაია ასათიანი
მაია ასათიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოპულარული ტელესახე მაია ასათიანი კუნძულ ბალიზე განმარტოვდა. ჟურნალისტმა უახლესი პოსტი საკუთარ გვრდზე გამოაქვეყნა. პირად ცხოვრებაში დატრიალებული ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ მაია ასათიანმა ახალი ცხოვრება დაიწყო. მისი ოჯახი მაიას გადარჩენისთვის გაერთიანდა.

პოპულარული ჟურნალისტი სკანდალური ცხოვრების მიუხედავად უამრავ ადამიანს უყვარს. მის გარშემო განსაკუთრებულად გულწრფელი ადამიანები ერთადერთი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდნენ. მათ შორის არიან მაიას დედა, ნახევარდები და მამინაცვალი, რომლებიც მას გვერდიდან არ შორდებიან. როგორც ოჯახის წევრებს შეეფერებათ, მაიას დებთან ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვს. უმცროსი და ვერონიკა მაიას ჰგავს, გოგონები ერთად ხშირად მოგზაურობენ მიუხედავად იმისა, რომ მაიას ბოლო პერიოდის მანძილზე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენა აღარ ხიბლავს.

View this post on Instagram

A post shared by maia asatiani (@maia.assatiani) on

მისი სოციალური ქსელის ვიდეოების უმეტესობა სახლშია გადაღებული. კადრებზე ჰარმონიული ხედი, ბუნება, მისი უსაყვარლესი ძაღლები და კატა დომინირებს. მაიამ სიმშვიდე საკუთარ თავთან განმარტოებაში იპოვნა, თუმცა ოჯახის წევრებს უფრო და უფრო დაუახლოვდა. მას გადაცემაში დედაც ჰყავდა მიწვეული, რომელმაც ჟურნალისტის ცხოვრების ბევრი ფაქტი გაიხსენა. მაიამ კი, თავის მხრივ, დედას ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადა. ამჯერად ჟურნალისტმა განმარტოება ბალიზე გადაწყვიტა. აქედან მაია ასათიანმა უამრავი შოკისმომგვრელი და კეთილი ვიდეოები გამოაქვეყნა.

View this post on Instagram

A post shared by maia asatiani (@maia.assatiani) on

ბალი – ის კუნძულია, სადაც ნებისმიერი ადამიანი ჰარმონიას ჰპოვებს. ამიტომ მაია ასათიანი 16-საათიანი ფრენის შემდეგ სასტუმროში დაბინავდა და დაუვიწყარი შვებულება დაიწყო. სოციალურ ქსელში მისი შეუდარებელი ფოტო-ვიდეოები ვირუსულად ვრცელდება. 43 წლის ტელესახე საცურაო კოსტიუმში გადასარევად გამოიყურება. მისი გარუჯული ტანი უამრავ ადამიანს ხიბლავს. მაია კი, თავის მხრივ, თამამად ასაჯაროებს საკუთარ ტატუებს, რომლებიც წლების წინ დაიხატა.

„ახლა მხოლოდ სიყვარული“ – ამ სათაურით ვიდეო მაია ასათიანმა სულ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. ტელეწამყვანმა კუნძულზე და მის გარშემო უამრავი წიგნი მოიმარაგა, დადებითი ემოციები დააგროვა და კეთილი ადამიანები გაიცნო. ამის შესახებ ჟურნალისტი თავად ჰყვება.

ყველა ახალი ამბავი
0