08:39 02 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5460
  • 100 RUB4.1164
  • USD3.2413
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
8190 0 0

თამაზი მსახიობს პირველი ქორწინებიდან ჰყავს. ნანა 19 წლის იყო, როდესაც დაქვრივდა, თავის ვაჟზე ორთვენახევრის ფეხმძიმე. მსახიობმა შვილს გარდაცვლილი მეუღლის სახელი დაარქვა. მას არაერთხელ გაუხსენებია მის თვალწინ დატრიალებული ტრაგედია.

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. 23 თებერვალს მსახიობ ნანა ფაჩუაშვილს ვაჟი გარდაეცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი აქვეყნებს.

„ხელი არ მიბრუნდება ჩემს უახლოეს და უსაყვარლეს მეგობარზე, თან კლასელზე ამ განცხადების დასაწერად, მაგრამ იძულებული ვარ როგორც ინფორმაცია ისე დავდო: გარდაიცვალა თამაზ აფხაიძე”, – წერს სარიშვილი.

თამაზი მსახიობს პირველი ქორწინებიდან ჰყავს. ნანა 19 წლის იყო, როდესაც დაქვრივდა, თავის ვაჟზე ორთვენახევრის ფეხმძიმე. მსახიობმა შვილს გარდაცვლილი მეუღლის სახელი დაარქვა. მას არაერთხელ გაუხსენებია მის თვალწინ დატრიალებული ტრაგედია.

„თამაზი აღმოსავლური ენების სპეციალობაზე მეხუთე კურსის სტუდენტი იყო უნივერსიტეტში. ბაქოში გადაღებებზე ვიყავი და თამაზმა თავის ძმასთან და მეგობართან ერთად ჩამომაკითხა, სასტუმროში ვიყავით. გახსოვთ, ალბათ, დიდბაბინებიანი მაგნიტოფონები რომ იყო. მაგნიტოფონი ჰქონდა ჩამოტანილი და მეცადინეობდა. ხელში მიკროფონი ეჭირა და უცებ ისეთ ადგილზე მოუხვდა ხელი, წრედი რომ შეიკრა, ხელი ვეღარ აუშვა და იქვე დაიღუპა. იმ მომენტში წამოწოლილი ვიყავი, ყველაფერი ისე წამებში მოხდა, გააზრებაც ვერ მოვასწარი, რა იყო ეს. ხელი რომ მომეკიდა მისთვის, მეც იქვე დავიღუპებოდი – როგორც მითხრეს, ჩემზე გადმოვიდოდა დენი“, – ჰყვებოდა მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში.

მსახიობ ნანა ფაჩუაშვილის პირადი ცხოვრება სიმძიმებითაა სავსე. მეუღლის გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ შეხვდა ადამიანს, რომელსაც კვლავ დაუკავშირა ცხოვრება, მასთან გოგონა შეეძინა. მეორე მეუღლისთვის ხელი ჰქონდა ჩაკიდებული, როცა სული დალია. მსახიობს ორი შვილიშვილი და ერთი შვილთაშვილი ჰყავს. მიუხედავად მისი ასაკისა, ყველაზე თავად ზრუნავს, დღემდე ძალიან აქტიურია და ცდილობს ყურადღება არავის მოაკლოს.

მთავარი თემები