Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

კესარია აბრამიძემ შეუდარებელი და გამოაჩინა – ანაბელის გარეგნობა გაგაოცებთ – ფოტოები

© Photo: Kesaria Abramidze / FBკესარია აბრამიძე
კესარია აბრამიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კესარია აბრამიძეს ულამაზესი ოჯახის წევრები ჰყავს. კესარიას დედა შეუდარებლად გამოიყურება და დიდ ყურადღებას იქცევს. ახლა კი მისი და ანაბელიც აქტუალური გახდა.

ექსპერიმენტების მოყვარული კესარია აბრამიძე ოჯახის წევრების გარეგნობაზე თავად ზრუნავს. ცნობილი გახდა, რომ პოპულარულ ფოტომოდელს ვიზაჟის საკუთარი ქსელის გახსნა სურს, სადაც მაკიაჟის ხრიკებს თავად ასწავლის. აშკარაა, რომ კესარიამ ამ პროფესიაში საკუთარი თავი მარტივად აღმოაჩინა. როგორც ჩანს, ის ცნობილ ქართველ ვარსკვლავებსაც ალამაზებს. მათ შორის მისი ყურადღების ობიექტი ლელა წურწუმია ხშირად ხდება.

კესარია აბრამიძე განსაკუთრებული დამოკიდებულებით დედის მიმართ გამოირჩევა. მისი სოციალური ქსელი მშვენიერი ქალბატონის სურათებით არის სავსე, თუმცა ბოლო პერიოდში კესარია დის სახელს ამხელს და შეუდარებელ სურათებს აქვეყნებს. გოგონასა და ტრანსგენდერ ქალს შორის დიდი მსგავსებაა.

ანაბელი კესარიას უმცროსი დაა. გოგონა ძალიან მიმზიდველად გამოიყურება. მას მოფერებით ანუკის ეძახიან. კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, ანაბელმა დიდი ყურადღება მიიქცია. „გენები, ლამაზი გენები... შენ გგავს, თვალები ულამაზესი, მშვიდი, ულამაზესი ჭრილი, მეტყველი...“; „ნუ, ეს გოგო სასწაულია“; „როგორ გაიზარდა, თოჯინას ჰგავს...“ – წერენ კესარიას მეგობრები.

ყველა ახალი ამბავი
0