11:23 15 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4817
  • 100 RUB4.3094
  • USD3.0633
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ჯანდაცვა საქართველოში (201)
196 0 0

სავარაუდოდ, დღეს ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელობა მიიღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული პაციენტების შემდგომი კლინიკური მართვის შესახებ

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ყველა შესაბამისი კვლევა დასრულდა და პაციენტებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ.

„გუშინ ღამე პაციენტებს ჩაუტარდათ ტესტი გრიპოზულ ინფექციაზე, პასუხები უარყოფითი იყო. შემდეგ ჩაუტარდათ კლინიკური კვლევები და დილას აუღეს ნაცხები კორონავირუსულ ინფექციაზე, ასევე მოლეკულური კვლევები სხვადასხვა რესპირაციულ ვირუსზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, სავარაუდოდ, დღეს ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელობა მიიღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული პაციენტების შემდგომი კლინიკური მართვის შესახებ.

ირანიდან ჩამოსული მოქალაქეები თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ მოათავსეს.

კლინიკაში შეყვანილი ირანის სამი მოქალაქე ერთი ოჯახის წევრები არიან, დედა და ორი შვილი. ინფექციურში პაციენტის სტატუსით ორი, მოზარდები გაფორმდნენ. მათ აეროპორტში ტემპერატურა დაუფიქსირდათ და კლინიკაში ამიტომაც გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახი ირანის ქალაქ ყუმიდან არის, სადაც ახალი კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ პარასკევს ირანის ხელისუფლებამ კორონავირუსით დაავადების 18 შემთხვევის გამოვლენის შესახებ განაცხადა. შემთხვევები დაფიქსირდა შემდეგ ქალაქებში: ყუმი, არაქი, თეირანი და გილანი. გარდაცვლილთა რიცხვმა ირანში ხუთ კაცს მიაღწია. 

დღეს ქუვეითმა ირანთან ავიამიმოსვლა შეაჩერა.

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, დღეისათვის მატერიკულ ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით, COVID 2019–ით დაავადებულთა საერთო რაოდენობა 76 288 შეადგენს. აქედან ამ დროისათვის ავადაა 53 ათას 284 ადამიანი, მათ შორის 11 ათას 477— მძიმედ. გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 20 ათას 659 პაციენტი, 2 345 კაცი გარდაიცვალა.

თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (201)

მთავარი თემები