06:47 13 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (1902)
19802 0 0

მამუკა ონაშვილის შემოქმედება ერთნაირად საინტერესოა ყველა თაობის მსმენელისათვის და მაყურებლისათვის, როგორც საქართველოში ასევე მის საზღვრებს გარეთ

მამუკა ონაშვილი სცენაზე 25 წელიწადზე მეტია დგას. მომღერალ მამუკა ონაშვილის ხსენებაზე ბევრს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა: „სად დაიკარგა მამუკა ონაშვილი?“. მომღერალი სხვადასხვა კორპორატიულ საღამოზე, ქორწილებში, დაბადების დღეებზე გამოდის, მიჰყავს ღონისძიებები, როგორც ქართულად, ასევე რუსულად. კვირაში 4 დღე ხინკლის რესტორნების ქსელშიც მუშაობს.

დაახლოებით 10 წლის წინ ყველასთვის საყვარელმა მომღერალმა საკუთარი იმიჯის რადიკალურად შეცვლა გადაწყვიტა და დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, წონის მკვეთრი დაკლებისთვის ოპერაცია გაიკეთა. ერთი პერიოდი 90 კილოგრამიც კი დაიკლო.

ცოტა ხნის წინ მომღერალმა სოციალურ ქსელში 1986 წელს გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ძალიან გამხდარია და მეგობრები ვერ ცნობენ. მომღერლის პირად ცხოვრებაში როგორც ჩანს, სიახლე არაა. ის ირინა ჩიხლაძეზე იყო დაქორწინებული, რომელიც ამჟამად აზერბაიჯანში ცხოვრობს და რესტორანში მღერის. ალბათ გახსოვთ, რომ წლების წინ წყვილმა სიმღერა - „უკარება“ ჩაწერა, რომელიც საზოგადოებას ძალიან მოეწონა.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (1902)

მთავარი თემები