06:19 13 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
877920

ანუკი არეშიძის და კახა კალაძის დიდი ოჯახის მიმართ ყურადღება არ ნელდება. სუპერ-მოდური, თვალშისაცემი და დახვეწილი დიზაინერი მოდის მოყვარულებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს

კალაძეების ოჯახზე საუბარი და მათი ოჯახის წევრების განხილვა არასდროს წყდება. კახა კალაძე საზოგადოებამ აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობამდე სპორტით გაიცნო. ანუკის სოციალური ქსელის მიმდევრების დაინტრიგება არ უყვარს. მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდის მანძილზე ყურადღების ცენტრში რამდენჯერმე მოხვდა.

View this post on Instagram

After the Max Mara show 🤗

A post shared by ANOUKI ARESHIDZE (@anoukigold) on

საზოგადოების აღფრთოვანებას ანუკი არეშიძის დახვეწილი გარეგნობა, ჩაცმის სტილი და გაწონასწორებული საუბარი იწვევს. მის ოფიციალურ გვერდზე წამყვანი ბრენდების დიზაინერები არიან ჩასაფრებული. მოდური ტაბლოიდები, მათ შორის უცხოური, ანუკიზე თვეში რამდენჯერმე წერენ და მის ფოტომასალებს გამოცემების ყდებზე ბეჭდავენ. აღსანიშნავია, რომ ანუკიმ საკუთარი ხელითა და ხედვით შექმნილი კაბები მსოფლიოს მოდის მოყვარულ ქალებს მოკლე დროში შეაყვარა. სელებრითებს შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური სელებრითი ანუკია, მას 400 ათასზე მეტი „ფოლოვერი“ ჰყავს.

View this post on Instagram

Cold gold suit🔥

A post shared by ANOUKI ARESHIDZE (@anoukigold) on

ყოფილი ფეხბურთელი და ამაჟამად თბილისის მერი კახა კალაძე და ანუკი არეშიძე 12 წელია ერთად არიან. წყვილმა ერთმანეთი მილანში 2008 წელს გაიცნო და მათ 2013 წელს იქორწინეს. 2019 წლის ზაფხულში წყვილმა ჯვარიც დაიწერა და ყველაზე უმცროსი ვაჟი – პატარა ნიკოლა მონათლა. ოჯახში პატარა ნიკოლას გარდა კიდევ სამი ბიჭი იზრდება – 12 წლის ლევანი, 7 წლის კახაბერი და 5 წლის ვაჩე.

View this post on Instagram

Polaroid 🖤

A post shared by ANOUKI ARESHIDZE (@anoukigold) on

ცოტა ხნის წინ ანუკიმ Instagram-ზე მილანის მოდის კვირეულიდან ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც სტუმრის რანგშია და არაჩვეულებრივად გამოიყურება. მილანის მოდის კვირეული მსოფლიო მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. მის ჩვენებებზე სხვადასხვა ატელიე და მოდის სახლი მაყურებელს საკუთარ კოლექციებს უჩვენებს და ახალი სეზონის მოდის მიმართულებების შეფასების საშუალებას იძლევა.

სწორედ ოთხ „მოდის დედაქალაქში" (ე.წ. დიდი ოთხეული) მოდის კვირეული ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღონისძიებაა. პირველი ჩვენებები, ტრადიციულად, ნიუ-იორკში იწყება, შემდეგ იმართება ლონდონსა და მილანში, ხოლო მოდის შოუს ფინალი პარიზში ტარდება. მილანში თებერვალსა და სექტემბერში ქალის კოლექციების ჩვენებები იმართება, იანვარსა და ივნისში - კაცის.

მთავარი თემები