ტყეს უკანონო გაჩეხვისგან „საქმიანი ეზოები" დაიცავს

© photo: National Forestry Agency / FB"საქმიანი ეზოები" საქართველოში
საქმიანი ეზოები საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღნიშნული ცვლილება გაუადვილებს მოსახლეობას და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენას და ტრანსპორტირებას მათთვის სასურველ პერიოდში.

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოში ტყის უკანონო გაჩეხვასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის მიზნით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ე.წ. „საქმიან ეზოებს" მოაწყობს, ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ტყითსარგებლობის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებას და დასაწყობებას „საქმიან ეზოებში".

ამჟამად სამუშაოები სამცხე-ჯავახეთში, კახეთსა და იმერეთის რეგიონებში, 14 ობიექტზე მიმდინარეობს.

სააგენტოს ინფორმაციით, სიახლის შედეგად, ტყითსარგებლობა მერქნული რესურსის დამზადების მიზნით, განხორციელდება გაცილებით ეფექტურად, შემცირდება ტყეზე უარყოფითი ზემოქმედება, ასევე, არსებითად შემცირდება უკანონო ჭრების რისკები.

აღნიშნული ცვლილება გაუადვილებს მოსახლეობას და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენას და ტრანსპორტირებას მათთვის სასურველ პერიოდში.

„საქმიანი ეზოს" მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია კახეთის რეგიონშიც. საგარეჯოში, გურჯაანსა და დედოფლისწყაროში მიმდინარე სამუშაოებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე დავით ალადაშვილი გაეცნო.

წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით სულ 26 „საქმიანი ეზო" მოეწყობა.

2018 წლის ივლისში საქართველოს ხელისუფლებამ ტყის უკანონო ჭრის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლის დაწყება დააანონსა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის იანვარში უკვე გამოავლინეს ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 309 შემთხვევა, აქედან ექვს შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. კანონს ყველაზე ხშირად არღვევენ კახეთში - ხეტყის 130 შემთხვევა, ყველაზე ნაკლებად კი გურიაში - სულ ორი შემთხვევა.

საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მილიონი ჰა ფართობს იკავებს, საიდანაც 2,7 მილიონი ჰექტარი დაფარულია ტყეებით, რომლებიც ქვეყნის საერთო ტერიტორიის 40%-ს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0