Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ისევ ისეთი პრინცესული და ლამაზი ვარ“ - მაკო გომურმა კიდევ ერთი ოპერაცია გაიკეთა - ფოტო

გამოწერა
20 ივნისს მაკო გომური სამსახურის შემდეგ ღამით სახლში ბრუნდებოდა, როდესაც პარლამენტის შენობის წინ აქციის დარბევის დროს პოლიციელების ნასროლი ტყვია თვალში მოხვდა

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. 20 ივნისის აქციის დროს დაზარალებულ მაკო გომურს კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა. ინფორმაციას გოგონა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

 

მაკო გომურის თქმით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და შედეგი რამდენიმე კვირაში იქნება. „ისევ ისეთი პრინცესული და ლამაზი ვარ. 8 თვე გასულა დღეს“, - წერს მაკო გომური.

18 წლის მაკო გომურს, რომელმაც პარლამენტთან აქციის დაშლის დროს თვალში მოხვედრილი რეზინის ტყვიის გამო თვალი დაკარგა, პირველად ოპერაცია გერმანიაში გაუკეთეს და ხელოვნური თვალი ჩაუსვეს.

20 ივნისს მაკო გომური სამსახურის შემდეგ ღამით სახლში ბრუნდებოდა, როდესაც პარლამენტის შენობის წინ აქციის დარბევის დროს პოლიციელების ნასროლი ტყვია თვალში მოხვდა. გოგონას ექიმებმა თვალი ვერ შეუნარჩუნეს. იმ საღამოს პარლამენტთან აქციის დროს მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 30-ზე მეტი ჟურნალისტი.

ყველა ახალი ამბავი
0