თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 21 თებერვალს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, სოლომონ ქურდიანის, ბაგინეთის, ეკა ბეჟანიშვილის, ზესტაფონის, ტრაქტორის, ხვინგიას, წიწამურის, ჭყონდიდელის, სერგი ჭილაიას და ნათაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების, მოსკოვის გამზირის, ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, ვარკეთილი-3 II, IV მიკრორაიონების, გრიგოლ ლორთქიფანიძის და მიხეილ გახოკიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ვლადიმერ ლობჟანიძის, რიჩარდ ჰოლბრუკის, საექიმოს და ნავთლუღის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის და მოსაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.