ნახეთ როგორი იყო ნანუკა გუდავაძე ბავშვობაში – ბერა მეუღლის ფოტოს აქვეყნებს

© press-service of Georgian Dreamბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე
ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნანუკა გუდავაძე ყოფილი მოდელი და ამჟამად ბლოგერია. ბიძინა ივანიშვილის მეგობრის ქალიშვილს ორი და ჰყავს. დები მეგობრობენ და ხშირად დებენ სოციალურ ქსელში ერთობლივ ფოტოებს.

გასული წლის დეკემბერში საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წყვილს – ნანუკა გუდავაძესა და ბერა ივანიშვილს ბიჭუნა, პატარა ბერუკა შეეძინათ. ახალბედა დედა იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში, აღარ აქტიურობს სოციალურ ქსელში და უცნობია, სად და როგორ ატარებს თავისუფალ დროს. ნათლობის შემდეგ წყვილი უკვე ხშირად დებს ბერუკას ფოტოებს, სადაც სოციალური ქსელის მომხმარებლების ძირითადი განსახილველი თემაა – ვის ჰგავს პატარა. ცოტა ხნის წინ ბერამ Instagram-ის „სთორიში“ მისი და ნანუკა გუდავაძის ბავშვობის ფოტოები გამოაქვეყნა. მუსიკოსი ცდილობს, ასე გაუადვილოს საზოგადოებას იმის მიხვედრა, თუ ვის ჰგავს ბერუკა.

ბერა ივანიშვილის მეუღლე ყოფილი მოდელი და ამჟამად მოდის ბლოგერია. ნანუკას ოჯახზე ბევრი არაფერია ცნობილი. სოციალურ ქსელში იძებნება მისი დები – ანი და მარიამ გუდავაძეები. მარიამი ნანუკაზე და ანიზე ბევრად უმცროსია. რაც შეეხება ანის, ფოტოებიდან ირკვევა, რომ დაქორწინებულია. ირკვევა, რომ ბერას და ნანუკას ქორწილში ანი ორსულად იყო და ახლა პატარა ბიჭუნას დედაა. დების მსგავსება გაოცებას იწვევს.

View this post on Instagram

My little gentleman 💛

A post shared by BERA (@beraofficial) on

მასმედიაში წერენ, რომ ნანუკა გუდავაძე 14 წლის ასაკში დიზაინერ ბიჭოლას ბრენდის სახე გახდა. მისი Instagram-ის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მას უყვარს კამერის წინ პოზირება, ბოსტნეულის სალათები, ყავა და პატარა ჩანთები გრძელი სახელურით. წყვილის სიყვარულის შესახებ ცნობილი 2018 წელს გახდა და მაშინვე აგორდა უამრავი ჭორ-მართალი. შემდეგ ბერას სოციალურ ქსელში ამ გოგონასთან ერთად გადაღებული ფოტოს გამოქვეყნებამ დაადასტურა, რომ სულ მალე კიდევ ერთი ოჯახი შეიქმნებოდა და ბიძინა ივანიშვილი მამამთილის ამპლუას მოირგებდა.

View this post on Instagram

Does he look more like mom or dad? (We’ll count ALL your comments 😄)

A post shared by BERA (@beraofficial) on

ბერასა და ნანუკას ჯვრისწერა 2018 წლის 11 ნოემბერს სვეტიცხოველში გაიმართა. მცხეთელების თქმით, ასეთი საზეიმო ჯვრისწერა ბოლოს ბაგრატიონების შთამომავლების შეუღლებისას ნახეს. „ამიერიდან და სამუდამოდ", „ქმარი და ცოლი" – ასე დაასათაურეს თავიანთი პოსტები საოცარი ფოტოებით ახლად შეუღლებულებმა. ბერას ქორწილი უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების დაცვით გაიმართა. ჯვრისწერას ესწრებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და მაღალჩინოსნები, მათ შორის, თბილისის მერი კახა კალაძე და ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი.

View this post on Instagram

Father and son 💙 1 month - 2 months

A post shared by BERA (@beraofficial) on

წყვილმა ქორწილი მრავალრიცხოვანი სტუმრების თანდასწრებით კოჯორთან ახლოს, ფეშენებელურ დასასვენებელ კომპლექსში გადაიხადა. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ დღესასწაულის ცოცხალი ყვავილებით გაფორმებაზე ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა. ბერა მრავალი სიმღერის ავტორი და შემსრულებელია. ის კონცერტებს არ მართავს, მაგრამ თავის შემოქმედებას ინტერნეტის მეშვეობით ავრცელებს. მის ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს. მუსიკოსმა 2010 წელს დააარსა თავისი ხმის ჩამწერი სტუდია Dream.

ყველა ახალი ამბავი
0