Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნახეთ ვისთან ერთად ისვენებს ეკრანებიდან გამქრალი თიკო სადუნიშვილი – ფოტოები

© Photo: Tiko Sadunishvili / FBთიკო სადუნიშვილი
თიკო სადუნიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო დროს თიკო სადუნიშვილის პირადი ცხოვრება გასაიდუმლოებულია. მას შემდეგ, რაც ერეკლე დეისაძესთან „იქორწინა“, მისი პირადი ცხოვრება ბურუსითაა მოცული. აღმოჩნდა, რომ თიკო ერთ-ერთ ძვირადღირებულ კურორტზე ისვენებს ახალ სიყვარულთან ერთად.

ყოფილი ტელწამყვანი თიკო სადუნიშვილი „მარაოზე“ მისი გადაცემის დახურვის შემდეგ საჯაროდ აღარ ჩნდება, ის ამჯერად არც ერთ ტელეკომპანიაში აღარ მუშაობს და არც ინტერვიუებს აძლევს ჟურნალისტებს. ამის მიუხედავად, ინტერესი მის მიმართ საზოგადოებაში არ იკარგება. თიკო წლებია, მშვიდი ცხოვრებით, სკანდალების გარეშე ცხოვრობს და ბევრს მოგზაურობს.

View this post on Instagram

A post shared by Tinatin Sadunishvili (@tinasadari) on

როგორც თიკო სადუნიშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ირკვევა, ყოფილი ტელეწამყვანი ამჯერად შრი-ლანკაზე ისვენებს. დასვენების ამსახველ ფოტოებს და სთორებს კი „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე აქტიურად აქვეყნებს.

View this post on Instagram

A post shared by Tinatin Sadunishvili (@tinasadari) on

 

ეკრანიდან გაუჩინარების შემდეგ სადუნიშვილი ყოფილ შეყვარებულსაც დაშორდა. არქიტექტორმა რატი რატიანმა თამთა შედანიაზე იქორწინა, რომლებიც, სავარაუდოდ, დაშორდნენ. შემდეგ იყო გაურკვეველი რომანი მუსიკოს ერეკლე დეისაძესთან. წყვილი სავარაუდოდ ხუმრობდა თავის ურთიერთობაზე. ერთი პერიოდი თიკო დეისაძეც კი გახდა და ამბობდნენ, რომ იქორწინეს, თუმცა სიმართლე არ აღმოჩნდა.

თიკო კი, როგორც ფოტოებიდან ირკვევა, მარტო არ არის. ტელეწამყვანმა „ინსტაგრამზე“ „სთორი“ გამოაქვეყნა, სადაც უცნობ მამაკაცთან ერთადაა გადაღებული. ყოფილი ტელეწამყვანი შრი-ლანკაზე, სავარაუდოდ, ახალ რჩეულთან ერთად ისვენებს და თავის სიყვარულის ამბავს საიდუმლოდ ტოვებს. თუმცა, წარსულში ის პირად ურთიერთობებს არ მალავდა და ხმამაღლაც საუბრობდა ამის შესახებ.

ყველა ახალი ამბავი
0