რუსეთ-საქართველოს საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს სამხედრო გზა
საქართველოს სამხედრო გზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე  ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე დღის პირველ ნახევარში გაიზარდა

თბილისი, 18 თებერვალი - Sputnik. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა და ამ დროისთვის,  მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისი - Sputnik საქართველო
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში

სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე  ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე დღის პირველ ნახევარში გაიზარდა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

 

ყველა ახალი ამბავი
0