21:44 04 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4134
  • 100 RUB4.1072
  • USD3.1576
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
98 0 0

ცნობილი ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი გიორგი შენგელაია 82 წლის ასაკში გარდაიცვალა, 17 თებერვალს გარდაიცვალა

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. ქართველ კინორეჟისორს გიორგი შენგელაიას დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში 20 თებერვალს დაკრძალავენ, იუწყება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა სამინისტროს პრეს-სამსახური.

ცნობილი ქართველი კინორეჟისორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი გიორგი შენგელაია 82 წლის ასაკში გარდაიცვალა, 17 თებერვალს გარდაიცვალა.

სამოქალაქო პანაშვიდები 18 და 19 თებერვალს (ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩა, 16) გაიმართება.

გიორგი შენგელაია 1937 წლის 11 მაისს რეჟისორ ნიკოლოზ შენგელაიასა და მსახიობ ნატო ვაჩნაძის ოჯახში დაიბადა. გიორგი შენგელაიამ დაამთავრა რუსეთის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტი რეჟისორის სპეციალობით (1961, ალექსანდრ დოვჟენკოსა და მიხეილ ჭიაურელის კლასი), დიპლომი 1963 წელს დაიცვა. 1961 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში".

პირველი ფილმი „ალავერდობა" (1963) გადაიღო გურამ რჩეულიშვილის ამავე სახელწოდების ნოველის მიხედვით, 1969 წელს კი გადაიღო ფილმი „ფიროსმანი" მხატვარ ნიკო ფიროსმანაშვილის შესახებ.

გიორგი შენგელაია ასევე ავტორია ფილმებისა: „ვერის უბნის მელოდები", „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა", „ხარება და გოგია", „ორფეოსის სიკვდილი", „სიყვარული ვენახში", „მაცი ხვიტია". თავად გადაღებულია ფილმებში: „ჩვენი ეზო", „ოთარაანთ ქვრივი", „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" და სხვ.

1974 წელს გიორგი შენგელაია ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმისათვის „ფიროსმანი" „ოქროს ჰიუგოთი" დაჯილდოვდა. 1986 წელს ქართველმა რეჟისორმა საუკეთესო რეჟისურისთვის ბერლინის 36-ე კინოფესტივალზე „ვერცხლის დათვი" მიიღო (ფილმისთვის „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა").

 

მთავარი თემები